ამის შესახებ ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, მან უკვე შეძლო რვა ომისა თუ შეიარაღებული დაპირისპირების მოგვარება და ახლა კიდევ ორი კონფლიქტის დასრულებაზე მუშაობს.
„მე მოვაგვარე რვა ომი ან ისეთი სიტუაციები, რომლებიც ომებად აღიქმებოდა. ახლა კი კიდევ ორი ომის დასრულებასთან ვართ ახლოს – რუსეთსა და უკრაინას შორის და ირანთან ომის. ისინი, ასე თუ ისე, დასრულდება“, – განაცხადა ტრამპმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების პერსპექტივა შესაძლოა ახლა უფრო ახლოს იყოს, ვიდრე ოდესმე.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა ვადებში ან რა პირობებით შეიძლება დასრულდეს აღნიშნული კონფლიქტები.