Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა

ნახვები: 268 ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოსლოში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ არ დაელოდება და უკრაინაში დაბრუნდება.

ამის შესახებ ზელენსკიმ პოლონეთის პრესის სააგენტოს (PAP) განუცხადა.

„ოსლოში უიტკოფს არ ველოდები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გზა, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ. ვნახოთ, რა შედეგები იქნება. იონასს (ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს) ამერიკელ წარმომადგენელთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ განაცხადა, რომ უიტკოფი 21 ოქტომბერს პუტინთან შეხვედრის შემდეგ, უკან დაბრუნებისას, კვლავ ოსლოში გაჩერდებოდა.

ზელენსკი ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში სტორესაც შეხვდა და უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევის შემდგომი ნაბიჯები განიხილა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამშვიდობო პროცესში შემდგომი პროგრესი დამოკიდებული იქნება იმაზე, მოისმენს თუ არა ამერიკული მხარე რუსეთისგან ომის დასრულების ახალ წინადადებებს და არა საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების პირობებს.

20 ოქტომბერს ოსლოში ზელენსკისა და სტივ უიტკოფის შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბიც ესწრებოდნენ.

21 ოქტომბერს კი უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მოლაპარაკებების დღის წესრიგში უკრაინაში ომის დასრულების ახალი წინადადებები, მათ შორის კიევის, ვაშინგტონისა და მოსკოვის მონაწილეობით სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლო გამართვა იყო.

წყარო: პოლონეთის პრესის სააგენტო (PAP), „უკრინფორმი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა