მეფე ჩარლზი - უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო
უცხოელთა დასაქმების წესი შეიცვალა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს – შსს
სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩია
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
ევროკავშირის საელჩო - უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას
მიხეილ სააკაშვილი - თავის დამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე, არავის წარმატებას არ მოუტანს,
1-ელ მაისამდე გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნების“ წევრებისგან აშშ-ს ვიზების გაუქმების დამალვის მიზეზი არ ვიცი, ალბათ ესირცხვილებათ

19.06.2024 ნახვები: 526

„ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან აშშ-ს ვიზების გაუქმების დამალვის მიზეზი არ ვიცი, ალბათ ესირცხვილებათ, რომ დასანქცირებულები არიან, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის განცხადებაზე.

მისი თქმით, მმართველ პარტიაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, ხელისუფლების წევრები საკუთარ შვილებს აშშ-ში ასწავლიან, „ამ დროს კი, აშშ-ს წინააღმდეგ აღვირახსნილი კამპანია მიმდინარეობს“.

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ერთადერთი, „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ აქვთ აშშ-სთან. ასევე ხაზი მინდა გავუსვა მნიშვნელოვან გარემოებას, რომ ჩემთვის პირადად სულ ერთია, შალვა პაპუაშვილ8ლი ჩავა თუ არა აშშ-ი, ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეების ნება იყოს ასახული არჩევნებზე და ეს ნება ერთადერთია, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოსცილდეს ძალაუფლებას. „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან აშშ-ს ვიზების გაუქმების დამალვის მიზეზი არ ვიცი, ალბათ ესირცხვილებათ, რომ დასანქცირებულები არიან. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ვინ, რას ამბობს. „ქართულ ოცნებაში“ ორმაგი სტანდარტია, საკუთარ შვილებს და ოჯახის წევრებს ასწავლიან აშშ-ში, მათი ოჯახის წევრები მოქალაქეები არიან და ამ დროს, აშშ-ის წინააღმდეგ ღია აღვირახსნილი და ლანძღვის კამპანია მიმდინარეობს. ამიტომ, ეს არის ორმაგი სტანდარტი, ფარისევლობა და თაღლითობა. როდესაც საკუთარ შვილს კალიფორნიაში ან ჩიკაგოში აგზავნი, გინდა, რომ იქ ისწავლოს და დაამთავროს [უნივერსიტეტი] და საქართველოს მოქალაქეების შვილებს ტოვებ რუსეთში და იზოლაციაში, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა