ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

აშშ-მა „აზოვისთვის“ იარაღის მიწოდებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა

ნახვები: 617 აშშ-მა „აზოვისთვის“ იარაღის მიწოდებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადა „აზოვისთვის“ შეიარაღების მიწოდებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა, - ინფორმაციას The Washington Post-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ფრთხილი განხილვის შემდეგ, მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადა "აზოვმა" გაიარა ლიჰის შემოწმება“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტი გულისხმობს „ლიჰის კანონს“ რომელიც კრძალავს აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდებას უცხოური ქვედანაყოფებისთვის, რომლებმაც ჩაიდინეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევა.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა ასეთი დარღვევების მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა, როდის მოიხსნა აკრძალვა, ან მიიღო თუ არა „აზოვმა“ ამერიკული იარაღი.

გამოცემა წერს, რომ „აზოვის“ ბრიგადას, რომელიც თავდაპირველად მოხალისეების ფორმირება იყო და 2015 წელს უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილი გახდა, აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე წვდომა ექნება.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა