დავით ოქიტაშვილი მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს: რა კონკრეტული წვლილი შეიტანეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებაში? – ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გასარკვევი
ტრამპი: ილონ მასკმა უკრაინას Starlink-ზე წვდომა აღუდგინა – მნიშვნელობა არ აქვს, მე დავურეკე თუ ვინმე სხვამ
ზელენსკი: პუტინისთვის სანქციების მოხსნა მას გააძლიერებს – უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებს
ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას

თამარ კორძაია - პერსონალურად ვინ დასანქცირდება და ვინ არა, ეს არ არის არსებითი საკითხი

ნახვები: 523 თამარ კორძაია - პერსონალურად ვინ დასანქცირდება და ვინ არა, ეს არ არის არსებითი საკითხი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, “ქართული ოცნება” თავისი განცხადებით ადასტურებს იმას, რომ “ღრმად ეფლობიან თავიანთ შეცდომებში თუ მოღალატეობრივ საქმიანობაში”.

როგორც კორძაიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადების საპასუხოდ “ქართული ოცნების” განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, “რას წერს და ლაპარაკობს “ქართული ოცნება”, ქართულ საზოგადოებას არ აინტერესებს, რადგან ქმედებით განსხვავებულ რამეს აკეთებენ და საქართველოს მომავალს ანადგურებენ”.

“ქართული ოცნება” თავისი განცხადებით ადასტურებს იმას, რომ ღრმად ეფლობიან თავიანთ შეცდომებში თუ მოღალატეობრივ საქმიანობაში. მთელი სამყარო ხედავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩადის ირანში და ხვდება ტოტალიტარული სახელმწიფოების ლიდერებს, მაგრამ არ ჩადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელზეც დგას საქართველოს აღმშენებლობა. ეს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რა არჩევანი გააკეთა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის საზიანოდ. ამიტომ, ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც ამბობენ, ფასდაკარგული, გაცვეთილია და საქართველოს მოქალაქეები ამას არ იღებენ”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისივე თქმით, პერსონალურად ვინ დასანქცირდება და ვინ არა, არსებითი საკითხი არაა და მთავარია ის, რომ რუსეთის დავალებების შესასრულებლად ხელისუფლება ქვეყანას დასაღუპად იმეტებს.

“ერთი რამ მკაფიოა - ისინი [აშშ] ძალიან სერიოზულად უყურებენ ამ საკითხს და ეს საკითხი არ არის მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების სანქცირება. თუ ვეტოს დაძლევენ და ძირს გამოუთხრიან საქართველოში დემოკრატიას, ამერიკა გადახედავს საქართველოსთან პარტნიორობას. ანუ, ამერიკა გადახედავს იმ დაფინანსებას, რასაც საქართველო იღებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ამიტომ, ეს არის ზუსტად ქვეყნისთვის საფრთხისშემცველი. პერსონალურად ვინ დასანქცირდება და ვინ არა, ეს არ არის არსებითი საკითხი. არსებითი საკითხია, რომ რუსეთის დავალებების შესასრულებლად ეს ადამიანები ქვეყანას დასაღუპად იმეტებენ. ამიტომ, გაცილებით უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდონ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა