No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

ზელენსკი: პუტინისთვის სანქციების მოხსნა მას გააძლიერებს – უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებს

ნახვები: 244 ზელენსკი: პუტინისთვის სანქციების მოხსნა მას გააძლიერებს – უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება ვლადიმერ პუტინს გააძლიერებს და უკრაინაზე ზეწოლის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის, ომის შეწყვეტის მიზნით ფრონტის არსებული ხაზის გაყინვის საკითხი განიხილოს, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას გამორიცხავს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მასსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის პირადი დაპირისპირება არ არსებობს, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

„ჩემი დამოკიდებულება პუტინის მიმართ სრულიად ნათელია. მიმაჩნია, რომ თუ სანქციებს გავაუქმებთ, მას გავაძლიერებთ. არაფერი პირადული ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის. რა თქმა უნდა, სანქციების გაუქმების წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართული შეხვედრები ნაყოფიერად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო განზრახვების არ სჯერა.

„პუტინი თამაშობს, იცით, ის მოთამაშეა. სამწუხაროა, რადგან ის სხვა ადამიანების სიცოცხლით თამაშობს და, რა თქმა უნდა, არ სურს ომის შეწყვეტა. ამიტომ ჩვენი პარტნიორებისგან იმას ვითხოვთ, რომ მას გაძლიერებისა და ჩვენი გატეხვის შესაძლებლობა არ მისცენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

CNN-თან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ომის დასრულების მიზნით შესაძლებელია ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება, რათა შეწყდეს ადამიანების დაღუპვა და მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყონ.

თუმცა ზელენსკიმ მკაფიოდ გამიჯნა ცეცხლის შეწყვეტა ტერიტორიული დათმობებისგან. მისი თქმით, უკრაინისთვის მიუღებელია რუსეთისთვის იმ ტერიტორიების გადაცემა, რომლებიც ამჟამად კიევის კონტროლქვეშაა. ამასთან, უკრაინა არც უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტს აღიარებს.

„ჩვენი მიწა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ადამიანებს ეხება და არა კილომეტრებს. ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ მიწის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ქვეყნის დაცვისას. ამ ტერიტორიებს, რომლებიც დროებით არის ოკუპირებული, არავინ აღიარებს რუსეთის ტერიტორიებად და, ვფიქრობ, რუსეთს ეს ესმის. სამწუხაროა, თუ ვინმეს ეს არ ესმის, მაგრამ ეს უკვე მათი საქმეა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებებს წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოზიცია, რომელმაც უკრაინის ტერიტორიულ დანაკარგებზე საუბარს უადგილო უწოდა და კვლავ გაიმეორა მოსკოვის პრეტენზია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ეს მათი ტერიტორია არ არის, ეს ისტორიული რუსეთის ტერიტორიაა. მით უმეტეს, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა, ჯერ ერთი, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ მისცეს ხმა, ხოლო მეორე ეტაპზე რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას დაუჭირეს მხარი“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ტერიტორიულ დანაკარგებზე საუბარი უადგილოა და აღნიშნულ საკითხზე დავა უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ არ არის აღიარებული. უკრაინა და მისი პარტნიორები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ნაწილად მიიჩნევენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა