ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

თამარ ჩუგოშვილი - „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოგმართავთ - ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს! - ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა

ნახვები: 567 თამარ ჩუგოშვილი - „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოგმართავთ - ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს! - ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს, განსაკუთრებით, ყოფილ კოლეგებს მინდა მოგმართოთ: - ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს! ახლა ქვეყნის ბედიც და თქვენი პირადი მომავალიც მხოლოდ თქვენს ხელთაა - ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა, - ასე მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

ჩუგოშვილი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს.

„ქართული ოცნების” დეპუტატებს, განსაკუთრებით, ყოფილ კოლეგებს მინდა მოგმართოთ. ვეტოს დაძლევა გამოიწვევს ქვეყნის იზოლირებას დასავლური სამყაროსგან და ამასთან კატასტროფულ ეკონომიკურ შედეგებს დროთა განმავლობაში. არც ის მახარებს, რომ თქვენ და თქვენს ოჯახებს პერსონალურ ფინანსურ სანქციებს მოგიტანთ.

თქვენ ახლა გეუბნებიან, რომ არაფერი გემუქრებათ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება. ეს ტყუილია, მეგობრებო, ისეთივე ტყუილია, როგორი ტყუილიც იყო „მაჟორიტარების აჯანყება” 2019 წელს.

ახლა ქვეყნის ბედიც და თქვენი პირადი მომავალიც მხოლოდ თქვენს ხელთაა. სადეპუტატო მანდატი და უფლება, გადაწყვიტო, ხელს მწვანე ღილაკს დააჭერ თუ წითელს, დიდი ძალაა. დაიჯერეთ ეს და ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა“, - წერს თამარ ჩუგოშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა