ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
არჩილ იაკობაშვილი - რუსეთისთვის რომ სანქციები დაეწესებია საქართველოს 2022 წელს, განსაკუთრებით კაპიტალის მიმართულებით, გაცილებით უფრო მეტი კერძო კაპიტალი შემოვიდოდა რუსეთიდან ე.წ. "კარგი რუსების" მიერ
რეზოლუციის პროექტი - ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ
ტყიბულში, სოფელ კურსებში, მეწყერი ჩამოწვა
ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე
ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა - მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის
დაინიუს ჟალიმასი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა

თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ქართულ პოლიტიკას ეშველება - რა გადაწყვეტილებაზე საუბრობს გოჩა მირცხულავა?!

19.05.2024 ნახვები: 906

"ჩემი გამოცდილებისა და შესაძლებლობის, უნარების ფარგლებში, მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ამ პროცესში ყოველგვარი შემდგომი ბენეფიტებისა და დივიდენდების მოთხოვნის გარეშე. ვიცი რომ არა ერთი გამოცდილი პროფესიონალი უანგაროდ დაუდგება იდეის რეალიზებას მხარში", -ამის შესახენ ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს. 
 
პოსტს, უცვლელად გთავაზობთ:
 
"მინდა უდიდესი მადლიერება გამოვთქვა საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების წინააღმდეგ. ეს ბრძოლა თვალნათელი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე.
ვფიქრობ, ეს ენერგია უნდა ტრანსფორმირდეს ორგანიზებულ სამოქალაქო და ასევე პოლიტიკურ ჯგუფად - გაერთიანებებად.
ვისურვებდი, შეიქმნას პოლიტიკური გაერთიანება "ახალი ძალა - საქართველო არის ჩვენი" (პირობითად ვწერ) საერთოდ განსხვავებული ფორმატით. სამოქალაქო გაერთიანება, როგორც მონიტორინგისა და "დამკვეთის" მისიის მატარებელი და პოლიტიკური ჯგუფი, როგორც "დაკვეთის" რეალიზატორი.
ზუსტად ვიცი, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ქართულ პოლიტიკას ეშველება. პარლამენტში ჩვენ მივიღებთ ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ექნება მომავლის სწორი ხედვა.
ძალა, რომელიც წინ აღუდგა საქართველოს გარუსების პოლიტიკას, საოცარი თვითორგანიზების გარდა ავლენს საკმაოდ სოლიდურ, პრაგმატულ აზროვნებასა და ხედვას ქართული სახელმწიფოს განვითარებასთან დაკავშირებით. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ის არის ფრაგმენტირებული და აკლია სისტემატიზაცია.
მესმის, რომ შეუძლებელია ვინმე აიძულო ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში, ან სამოქალაქო აქტივიზმში. მაგრამ ისიც თვალნათელია, რომ ეს ძალა (ეს ადამიანები) მომავალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და განვითარების მთავარი გარანტი იქნება. ვგულისხმობ როგორც პოლიტიკას, ასევე ეკონომიკის ყველა მიმართულებას.
ამ ფონზე ვხედავ საკმაოდ დიდ საფრთხეს. ქართული პოლიტიკური ძალების უმეტესობას, არა თუ გაცნობიერებული აქვთ არსებული გლობალური და ადგილობრივი გამოწვევები, არც კი იციან მათი არსებობის შესახებ და შესაბამისად, ვერც რეაგირებას მოახდენენ მათზე და ვერც გადაწყვეტენ კონკრეტულ საკითხებს.
დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს განვითარება, ინსტიტუციური რეფორმები და ცალკეული წარმატებები ვერ გახდა იმის გარანტია, რომ მმართველ პოლიტიკურ ჯგუფებს, დაენგრიათ მმართველობის საბჭოთა სისტემა, რომელიც ყველაზე მანკიერი ფორმით მუშაობს სწორედ კვაზი დემოკრატიულ გარემოში, როგორც ადამიანის ჩაგვრის, მასზე ძალადობის, მისთვის კანონით გარანტირებულ უფლებებზე ზემოქმედების მექანიზმი.
ამიტომაც, მხოლოდ პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება არ არის იმის გარანტია, რომ სახელმწიფო სწორი მიმართულებით დაიწყებს განვითარებას თუ ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა ნათლად არ იციან რა უნდა შესთავაზონ ხალხს, სახელმწიფოს მოქალაქეებს.
მცირე გამონაკლისის გარდა, პოლიტიკურ სივრცეში ამ ხედვების მწვავე დეფიციტი გვაქვს.
დარწმუნებული არ ვარ, რომ ამჟამად სახელმწიფოს წინაშე მდგარი ეგზისტენციალური საფრთხის - რუსიფიკაციის დაძლევის შემდეგ, ქართული პოლიტიკური კლასი სახელმწიფოს განვითარების სწორ გზას დაადგება. და სწორედ ამ ბრძოლის ავანგარდში მყოფ ქართველ ახალგაზრდობას და არა მარტო მათ, კვლავ მმართველობის საბჭოთა სისტემის პირობებში არ გააგრძელებინებს ცხოვრებას, ფასადური ცვლილებების მიღმა.
ამ ვარაუდის გამოთქმის უფლებას მაძლევს ჩემი პირადი გამოცდილება - კონტაქტები ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, მათი მთავარი აქტორების უნარებისა და შესაძლებლობების ცოდნა, ამბიციები და ცალკეული მათგანის მიერ არა მხოლოდ "ძველ ეპოქაში" დაშვებული შეცდომები, არამედ ამჟამინდელი რეჟიმის გაძლიერებაში შეტანილი წვლილი - ზოგის მიერ სასარგებლო იდიოტის როლში, ზოგისაც კი არაორაზროვანი ნეგატიური ქმედებების საფუძველზე.
ამ ყველაფრისა და სხვა უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით, ქართული სახელმწიფოსთვის, მისი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და განვითარების აუცილებელ პირობად მიმაჩნია, ძალა, რომელიც ახლა საქართველოს გადარჩენისთვის იბრძვის, გახდეს „ახალი ძალა“ საქართველოს პოლიტიკურ და სამოქალაქო რეალობაში.
ჩემი გამოცდილებისა და შესაძლებლობის, უნარების ფარგლებში, მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ამ პროცესში ყოველგვარი შემდგომი ბენეფიტებისა და დივიდენდების მოთხოვნის გარეშე. ვიცი რომ არა ერთი გამოცდილი პროფესიონალი უანგაროდ დაუდგება იდეის რეალიზებას მხარში.
 
(რამდენიმე დღის წინ პარტიებს ისიც კი შევთავაზე, რეგიონებში ახალგაზრდა თაობისთვის ჩაებარებინათ ადგილობრივი ორგანიზაციები. ვეჭვობ, ვინმე ასე მოიქცეს. მხოლოდ იმის შიშით, რომ მერე თავადაც მოუწევთ ჩაჩოჩება. პირადად მე სულაც არ ვაპირებ მესამედ ან მეოთხედ დავსვა პარლამენტში რომელიმე უსაქმური და უიდეო პოლიტიკოსი... ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ჩვენი ხმების იმედებიც ნუ გექნებათ, თუნდაც, ჩვენს მეგობრებს).", - წერს მირცხულავა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა