ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში
საია - საქართველოში პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს
დონალდ ტრამპი - ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით
ცალკეულ სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო

რა პროტესტი მოგინდათო... ხარებას დაჯგუფებამ მცემა; წამართვეს მობილური, ჩანთა და დაინაწილეს რაც მედო, ყურსასმენები, ფაურბანკი... - აქციაზე დაკავებული მოქალაქე

16.05.2024 ნახვები: 566

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული მოქალაქე, გათავისუფლების შემდეგ მის დაკავებას დეტალურად აღწერს და წერს, რომ გდდ-ს სპეცრაზმმა უმიზეზოდ, რამდენჯერმე სცემა:

"მეგობრებო, გამოვედი და შემართებით და მხნედ ვარ. არ მეშინია, არც გაჩერებას ვაპირებ და ერთობით შევძლებთ დიდი ბოროტების დამარცხებას.

დამიჭირეს უმიზეზოდ, მხოლოდ იმის გამო რომ აქციაზე ვიდექი. ბევრჯერ გამიმეორა სპეცრაზმმა აქ რატო იყავი რა პროტესტი მოგინდათო. ეს ნიღბიანი ჯგუფი - გდდ, ხარებას დაჯგუფება, არის "განსაკუთრებული დანაშაულის დაჯგუფება". უმიზეზოდ რამდენჯერმე მცემეს და მემუქრებოდნენ ათასი საშინელებით. მიმეორებდნენ აბა კიდე მოდი და დადექი აქციაზე ამის შემდეგო! 
დააბრუნეს ის ძველი, საშინელი დრო: გაკავებს რამდენიმე სპეცრაზმელი და რამდენიმე გირტყამს. წამართვეს ყველა პირადი ნივთი და განსაკუთრებული აქცენტი ქონდათ მობილურზე. მცემდნენ და მაიძულებდნენ მომეხსნა კოდი. არ მოვუხსენი, მაგრამ მაინც მომპარეს, მომპარეს იმიტომ ვამბობ რომ პატრული რომ მოვიდა, ვინც ოფიციალურად დამაკავა. ამ პატრულს აღარ მისცეს, არადა ხელში ეჭირა სპეცრაზმელს. სპეცრაზმი კი არა მაროდიორები არიან. მობილურის გარდა წამართვეს ჩანთა, გახსნეს და დაინაწილეს რაც მედო, ყურსასმენები, ფაურბანკი...
ვერ შეგვაშინებთ, არც ტრავმების მოშუშებას არ დაველოდებით გამოვალ ისეც აქციაზე და ისევ ერთად და მშვიდობიანად გავაგრძელებთ პროტესტს და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს! 
რაც უნდა ვიცოდეთ: 
ნიღბიანი ტიპები არიან განსაკუთრებული დანაშაულის დაჯგუფება (გდდ) 
ლაპარაკს, სიყვარულით და სიკეთით მაგათ მობრუნებას აზრი არ აქვს, თავს ვიტყუეთ. სანამ ეგ ნიღბები უკეთიათ მანამდე დარჩებიან, სადისტ, სასტიკ დამნაშავეებად.
ცდილობენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების გამოწვევას. კორდონში რო დგას ნიღბიანი სპეცრაზმი იგინებიან და ცდილობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წამოკიდებას.
ეგ ნიღბიანები არიან მაროდიორები და იპარავენ პირად ნივთებს. 
ბევრი მწერთ და გამოხატავთ თანადგომას ჩემ მიმართ ყველას დიდი მადლობა ერთად და ერთობით გავიმარჯვებთ" წერს გიორგი პოპორაძე." წერს გიორგი ფოფორაძე. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა