ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს დეპუტატები გამოკეტილი ჰყავდეს პარლამენტში - ლევან ხაბეიშვილი

ნახვები: 565 არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს დეპუტატები გამოკეტილი ჰყავდეს პარლამენტში - ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ პარლამენტში შესვლა სცადა, თუმცა ოპოზიციონერ დეპუტატს ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

"საქართველო არასდროს არ იტყვის ევროპაზე, ევროკავშირზე უარს. ჩვენ ყველა ამ ბრძოლას მშვიდად, წყნარად მივიყვანთ გამარჯვებამდე და ვწუხვარ იმათ გამო, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, რადგან ხელს აწერენ ისეთ რამეს, რაც არ გამოადგება მომავალ თაობას. ისტორიაში ძალიან მძიმედ აისახება მათთვის.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან. 

ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ივანიშვილს დეპუტატები გამოკეტილი ჰყავდეს პარლამენტში".  მისი თქმით, ოლიგარქს "დამცირების ყველა ფორმა აქვს გამოყენებული მათ მიმართაც და ფიქრობს, რომ ასე ცინიზმით მოექცევა საქართველოს მოქალაქეებსაც".

"დღევანდელი ბრიფინგები რას ეძღვნებოდა, რომ ბრუტალურები ვიქნებითო, დაგიჭერთო. გაიხსენეთ ერთი კანონი, რომელიც ემსახურებოდა ხალხის კეთილდღეობას და უთქვამთ, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს, ამიტომ ამ კანონს მივიღებთ ისე, რომ თქვენ არ დაგიჭერთ ყველას. ახლა კანონს იღებენ, რომლის გამოც ასი ათასობით ადამიანი ამბობს, რომ არ გვინდა. კიდევ ერთხელ ვთავაზობ ხელისუფლებას, ხუთი თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე და გაიტანონ ეს კანონი, თუ ამას მარცხად მიიღებთ, ჩვენ დაგეხმარებით, რომ არ მიიღოთ, ოღონდ ხალხს თავ-პირს ნუ დაალეწავთ და თუ ამას არ აკეთებთ და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს კრემლიდან არის დავალებული, რადგან ერთდროულად ოკუპირებულ აფხაზეთშიც იგივე კანონის მიღება დაავალა კრემლმა, ერთ კვირაში შემოდის საქართველოში და პრორუსულ ქვეყნებში ერთდროულად დაიწყო რუსული კანონის მიღების პროცესები და ეს ხომ დამთხვევა არ არის?! ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის კრემლიდან დავალებული. საქართველო არასდროს არ იტყვის ევროპაზე უარს, არასოდეს არ იტყვიან ევროკავშირის წევრობაზე უარს, გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ჩვენ ყველა ამ ბრძოლას მშვიდად, წყნარად მივიყვანთ გამარჯვებამდე და ვწუხვარ იმათ გამო, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, რადგან ხელს აწერენ ისეთ რამეს, რაც არ გამოადგება მომავალ თაობას. ისტორიაში ძალიან მძიმედ აისახება მათთვის.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა