გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

კახა კალაძე - სამწუხაროდ, არსებობს კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გარბის, შევარდა პოლიციის კორდონში და იქ რა მოხდა?

ნახვები: 568 კახა კალაძე - სამწუხაროდ, არსებობს კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გარბის, შევარდა პოლიციის კორდონში და იქ რა მოხდა?

სამწუხაროდ, არსებობს კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გარბის, შევარდა პოლიციის კორდონში და იქ რა მოხდა? - ალბათ, რომელიმეს [სპეცრაზმელს] ფიზიკურადაც გაუსწორდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, არავის აქვს უფლება, რომ პოლიციის კორდონში შევარდეს ისევე, როგორც არავის აქვს უფლება, რომ ხალხს მოუწოდოს პარლამენტის ბლოკირებისკენ, ისროლოს ქვები, ბოთლები და ა.შ.

„სამწუხაროდ არსებობს კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გარბის, შევარდა პოლიციის კორდონში და იქ რა მოხდა? - ალბათ, რომელიმეს [სპეცრაზმელს] ფიზიკურადაც გაუსწორდა.

რა თქმა უნდა, ეს სწორი არ იყო და არავის არ აქვს უფლება, რომ პოლიციის კორდონში შევარდეს ისევე, როგორც არავის არ აქვს უფლება, რომ [ხალხს] მოუწოდოს პარლამენტის ბლოკირებისკენ, ისროლოს ქვები, ბოთლები და ა.შ.

მშვიდობიანად ნებისმიერ ადამიანს აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს“, - განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას კალაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი აქციის დასახელება, „უბრალოდ შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს გააზრებული აქვთ ამ რადიკალების გამოყენებით“.

„ყველამ ვიცით ვინ ვინ არის. კონკრეტული ორგანიზაცია და პარტია საიდან და როგორ ფინანსდება - ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე, შესაბამისად აღნიშნული კანონი ჩვენ იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ყველამ გააკეთოს იმის დეკლარირება თუ საიდან ფინანსდება, რა პროექტებზე და რა მიზნით იხარჯება“, - აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეისმენს თუ არა ის ახალგაზრდების ხმას, კახა კალაძემ აღნიშნა ცხადია, რომ ქვეყანაში ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება.

„ცხადია, ქვეყანაში ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მთელ საქართველოს ერთი მოსაზრება გვქონდეს. არის განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს და ვერ ერკვეოდეს დეტალებში, რადგან თქვენი ლიდერები არ უხსნიან დეტალებს და არ ეუბნებიან რეალობა რა არის. ერთი არგუმენტი ვერ დაასახელეს, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტიო ცუდი.

ჩვენ გამოვდივართ და პირდაპირ ვამბობთ, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უცხოური გავლენების შემცირება უდევს. უნდა შემცირდეს ყველა უცხოური გავლენა და ქართული გაიზარდოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არ არის სწორი ეს მოწოდებები და შეურაცხყოფის მიყენება.

„როდის გინახავთ რომ პოლიციელი გამოვიდეს და მშვიდობიანი მომიტინგე რაღაცას აპროტესტებდეს, დაეტაკოს და რაღაც შეურაცხყოფის მიყენება დაუწოს. პირიქით, მასაც იცავს, მაგრამ არ არის სწორი ეს მოწოდებები, შეურაცხყოფის მიყენება“, - განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა