წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება
სინოდმა პატრიარქის ასაკთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო
ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასმა 4 ლარს მიაღწია
ე.წ. უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა
მეუფე ვახტანგი - წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხი განიხილება
დონალდ ტრამპი - ჩვენს სამხედრო ძალებს არც დაუწყიათ იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა, შემდეგია ხიდები, ელექტროსადგურები

ინგოროყვას კლინიკის დირექტორი - ლევან ხაბეიშვილს აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა - თვალის მთლიანობა დარღვეული არ არის, თუმცა საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციის

01.05.2024 ნახვები: 557

პაციენტს აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა. საბედნიეროდ, არაოპერაციული ჩარევის გზით ძვლების მთლიანობის აღდგენაა დაგეგმილი, რომელიც გაკეთდება ,- ამის შესახებ ინგოროყვას სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა პროფესორმა კახა ჭელიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ექიმის თქმით, ლევან ხაბეიშვილის სახის არის გარდა სხვა დაზიანებები არ აღენიშნება, ხოლო რაც შეეხება თვალს, მისი მთლიანობა დარღვეული არ არის.

„ჩვენი მხრიდან მკაცრი რეკომენდაციაა სტაციონარში დარჩენის თაობაზე, თუმცა თვითონ სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს ამაზე, ფიქრობს ჯერჯერობით, გადაწყვეტილება ამ წუთისთვის მისი მხრიდან არ არის მიღებული, თუმცა ჩვენგან არის მკაცრი რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაციის.

ვიზუალურად, მე მგონი, მთელმა საქართველომ ნახა, რა ტიპის დაზიანებაც აქვს, ამიტომ ამის აღწერას აზრი არ აქვს. თვალის მთლიანობა დარღვეული არ გახლავთ, თუმცა აუცილებლად საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციის, მაგრამ პირველი რიგის ამოცანა არის ძვლების მთლიანობის აღდგენა. ყველა ტექნოლოგიურად მაღალი ტიპის გამოკვლევები ჩატარებული გახლავთ დროულად“,- განაცხადა კახა ჭელიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა