ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ხვალ, 12 საათიდან დავიძვრებით ბათუმიდან, დიდი კოლონით ჩამოვალთ თბილისში - საგანგებო განცხადება

ნახვები: 608 ხვალ, 12 საათიდან დავიძვრებით ბათუმიდან, დიდი კოლონით ჩამოვალთ თბილისში - საგანგებო განცხადება

თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ხვალ უკვე ბათუმიდან შემოუერთდებიან. დილის 12 საათიდან, ევროპის მოედნიდან ადგილობრივი ოპოზიციონერები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დედაქალაქისკენ გამოემგზავრებიან: 

"როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი კიდევ აპირებს ძალის გამოყენებას და შესაძლებელია უარესიც კი ჩაიდინოს, ამიტომ, თუკი თავებს ითვლიან, მაშინ ისინი ნახავენ ხვალ ჩვენ რას ვაპირებთ. ბათუმიდან დავიძვრებით და მთელი საქართველოს გავლით, დიდი კოლონით ჩამოვალთ თბილისში, ხვალ 12 საათზე აჭარის მოსახლეობის საყურადღებოდ, ევროპის მოდებიდან გამოვემგზავრებით და გავივლით ყველა დიდ ქალაქს" განაცხადეს რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

"ჩვენი შვილების ცემა ივანიშვილს არ  შერჩება , არ მოხდება ამ ქვეყანაში რუსული მთავრობის დიდხანს ყოფნა ხელისუფლებაში. პირდაპირი მნიშვნელობით სცემენ ჩვენ შვილებს..ივანიშვილმა უკვე ნახა თბილისი ქუჩაში, ახლა დროა ნახოს მთელი საქართველო რუსთაველის გამზირზე" - განაცხადა "ახალის" ადგილობრივმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ. 

მთავარი არხი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა