დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი - ანრი ოხანაშვილი კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატებს აძევებს

29.04.2024 ნახვები: 564

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც „სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი პარლამენტარები გააძევა.

გიორგი ვაშაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის „რუსული კანონი“ უწოდა. ანრი ოხანაშვილმა მას დარბაზი მისი ნებართვის გარეშე საუბრის გამო დაატოვებინა.

პარლამენტის იურისიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი გააძევა. მიზეზი -მიკროფონის გარეშე საუბარი.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაიაც გააძევა.

თავდაპირველად, ოხანაშვილმა კორძაიას კითხვის დასმის დროს მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, რომ „სიტყვა ჩამორთმეულია“, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთი დეპუტატი „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევა.

იქამდე სალომე სამადაშვილმა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რადგან კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატს კითხვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცა.

 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს დაატოვებინეს.

ჩარკვიანს სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმაც მოუწოდა, რომ მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობდა.

საბოლოო ჯამში, ანრი ოხანაშვილმა თაკო ჩარკვიანს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ქეთი თურაზაშვილიც გააძევა.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მამუკა მდინარაძე მიერ შეკითხვებზე პასუხის გაცემას მოჰყვა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძესაც დაატოვებინა.

ანრი ოხანაშვილმა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მან მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს უთხრა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მათ კანონის რუსულობასთან დაკავშირებით არგუმენტების თქმის საშუალებას არ აძლევდნენ და არ აცდიდნენ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევა.

ანრი ოხანაშვილმა ლევან ხაბეიშვილი კომიტეტის სხდომიდან მას შემდეგ გააგრძელა, რაც დეპუტატმა გამორთული მიკროფონის მიუხედავად საუბარი განაგრძო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა