ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს! - ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი

ნახვები: 612 შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს! - ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი

29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს! ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ვართ ერი თუ გვინდა, რომ დონორებმა მართონ ეს ქვეყანა „ენჯეოების“ ხელით, რომლებიც რუსებს გვეძახიან უკვე? ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს არის ზუსტად პარტნიორი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ სვლა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ფულის ხარჯვა“.

„რეალურ კულმინაციამდე მივიდა რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოების“ რადიკალური ჯგუფი. ფაქტობრივად, მთლიანად გვაჩვენებენ თავიანთ სახეს. გუშინ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“, რადიკალური „ენჯეო“ ჯგუფების განცხადება, რომლებიც ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს, მერე კიდევ სწყინთ, რომ ჩვენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები არ ვართო. აბა, ვის ინტერესშია,? ქართველ ხალხს რომ რუსებს ეძახიან და იმუქრებიან, 29 აპრილს ვინც მიხვალთ, ყველა რუსები ხართო? ამაზე „ენჯეო“ რომ აკეთებს, ამით მთლიანად აჩვენებს თავის სახეს. სინამდვილეში, ზუსტად ამ „ენჯეოების“ უკან დგანან დონორები, რომლებსაც უნდათ, რომ ამ „ენჯეოების“ ხელით მართონ საქართველო. სინამდვილეში, მათ ალაპარაკებენ ზუსტად ეს დონორები, რომ დააშინონ და ასეთი ეპითეტებით შეამკონ ქართველი ხალხი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 29 აპრილს ყველა გამოვიდეს, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ვართ ერი თუ გვინდა, დონორებმა მართონ ეს ქვეყანა „ენჯეოების“ ხელით, რომლებიც რუსებს გვეძახიან უკვე? ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი, როგორ ალაპარაკებდნენ თავის „ენჯეოებს“ და როგორ გვეძახდნენ რუსებს დონორები ამ „ენჯეოების“ პირით. ასე რომ, რა თქმა უნდა, ყველა დონორთან გვექნება შესაბამისი საუბარი, იქნება ეს ორგანიზაცია, თუ საელჩო, ყველასთან, ვინც აფინანსებს „ენჯეოებს“, რომლებიც ჩვენ, ქართველ ხალხს, გვეძახიან რუსებს. ეს არის ზუსტად პარტნიორი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ სვლა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ფულის ხარჯვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, 29 აპრილს დაგეგმილს სახალხო შეკრებაზე უნდა მოვიდეს ყველა, ვისაც სურს „ქვეყანაში იყოს სუვერენიტეტი, არ იყოს „შავი ფული“.

„არაფერი კონტრაქცია ეს არ არის. ეს არის ქართველი ხალხის გამოსვლა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ყველა, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, ბიზნესმენიც და საჯარო მოხელეც, ყველა გამოვიდეს და საბოლოო წერტილი დავუსვათ ყველანაირ მცდელობას, უცხოური ფულით იმართებოდეს ქართული სახელმწიფო. ეს არის ქართველი ხალხის სახელმწიფო, რომელიც იმართება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებით და ის „შავი ფული“, რომელიც ტრიალებს არასამთავრობო სექტორში, უნდა დასრულდეს. ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს მისი ხელისუფლების და ძალაუფლების განხორციელების საშუალება. რა იძულება უნდა, როდესაც შეკრება ეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. როდესაც ეხება იმას, ვინ მართავს ამ ქვეყანას – ქართველი ხალხი, თუ უნდა გვმართონ სხვებმა? ამას ეხება საკითხი და რა თქმა უნდა, 29 აპრილს ყველა პასუხისმგებლობიანი მოქალაქე გამოვა რუსთაველზე, თავის სათქმელს ეტყვის ყველას, ვინც ცდილობს, ქვეყანა იმართოს არა ქართველი ხალხის მიერ, არამედ სხვადასხვა ჯგუფის. ვისაც არ სურს, ის არც უნდა მოვიდეს. ვისაც სურს, ის უნდა მოვიდეს და ეს არის მნიშვნელოვანი. ვისაც სურს, ქვეყანაში იყოს სუვერენიტეტი, არ იყოს „შავი ფული“ ის უნდა მოვიდეს. ვისაც სუვერენიტეტი არ სურს და უნდა, რომ „შავი ფული“ იყოს, გასაგებია, რომ ის არ მოვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა