ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა

ნახვები: 608 ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი პროექტი, რომელიც ფართომასშტაბიანი საჯარო განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების მაქსიმალური ჩართულობით, საბოლოო ვერსიად ჩამოყალიბდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტი ეფუძნება ისეთ ღირებულებებსა და პრინციპებს, როგორიც არის: პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება, სახელმწიფოებრივი აზროვნება, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა, სახელმწიფო ენა და ა.შ.

„სამინისტროს ინიციატივით ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვები რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი განათლების ცენტრის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები – მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, სტუდენტები.

სწორედ საჯარო განხილვის შედეგად მიღებული უკუკავშირების გაანალიზების შედეგად შემუშავდა და მომზადდა დოკუმენტის საბოლოო ვერსია.

დოკუმენტი ეფუძნება ისეთ ღირებულებებსა და პრინციპებს, როგორიც არის: პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება, სახელმწიფოებრივი აზროვნება, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა, სახელმწიფო ენა, ისტორია და კულტურა, ეთნიკური მრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა, თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოება, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა, მდგრადი განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა, ინკლუზია, ტოლერანტობა და სამართლიანობა, მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი, მორალური და ეთიკური პრინციპები, უფლებები, ვალდებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა, გარემოსდაცვითი ცნობიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური, ესთეტიკური, სოციო-ემოციური განვითარება, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, აკადემიური ცოდნა და წიგნიერება, კომუნიკაციის მაღალი კულტურა, ციფრული მოქალაქეობა, შემოქმედებითობა და სიახლეთა მიმღებლობა.

ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დაყრდნობით გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, საგანმანათლებლო რესურსები და სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 2004 წელს დამტკიცდა და 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. აღნიშნული დოკუმენტი ზოგადი განათლების ერთგვარ კონსტიტუციას წარმოადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა