„სუფთა გრუზინული მკვლელობა“ - უბედურება, რომელსაც ვერაფერმა უშველა
Human Rights Watch - საქართველოს ხელისუფლება ახლად მიღებულ შემზღუდველ ზომებს მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურად დასაკავებლად იყენებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა
ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს სახელწოდებით: „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“
აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავს დაარტყა, დაიღუპა 2 ადამიანი
არჩილ იაკობაშვილი: სურსათზე მაღალი ფასნამატს მიზეზეი - რუსეთზე დამოკიდებულება
გგიორგი ვაშაძე - რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია
გიორგი ვაშაძე - ჩავრთე ტელევიზორი და გამოაცხადეს, რომ 15-წლიანი მუხლით მემუქრებიან

წალენჯიხის თვითმმართველობა - არა რუსულ კანონს!

14.04.2024 ნახვები: 783

წალენჯიხის მერიის დამოკიდებულება რუსული კანონისადმი ცალსახად ნეგატიურია, რადგან  მხოლოდ წალენჯიხაში გახლავთ კოალიციური ადგილობრივი თვითმართველობა, რომელიც ღიად აფიქსირებს რუსული ოკუპაციისადმი საკუთარ და ხალხის პოზიციას.

ეს დაიწყო მაშინვე, როდესაც რუსეთ უკრაინის ომის პირველივე დღეს წალენჯიხის მერიამ  ადმინისტრაციული შენობის ფასადღე  უკრაინის მხარდასაჭერად უკრაინის სახლმწიფო დროშა გადმოფინა. ამას გარდა მერი და მისი მოადგილე რამდენჯერმე იმყოფებოდნენ უკრაინაში. ომის პირობებშივე მოხდა დამეგობრება უკრაინის ქალაქ იოვოროვთან. წალენჯიხიდან უკრაინაში არაერთხელ იქნა გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი.

წალენჯიხის მერიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დადო რუსული კანონისადმი ნეგატიური დამოკიდებულება და აღინიშნა, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპული არჩევანი. ასევე  მინიციპალიტეტის საკუთარ ფეიქბუქგვერდზე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78 -ე მუხლი გვავლდებულებს ევროპული მისწრაფებებს და შესაბამისად ღირებულებებს.

წალენჯიხის მერმა და მოადგილეებმა საზოგადოებასთან შეხვედრა ჭადრაკის სასახლეში გამართეს, სადაც ითქვა თუ რა წერია ამ კანონში და რა არის ძირითადი საფრთხეები

ცალსახად აღინიშნა, რომ კანონის მიზანია იმ ტიპის ცენზურის დაწესება ქვეყანაში, რომელიც საქართველოს  განვითარების გზას მოუჭრის.

გამომსვლელებმა წალენჯიხის მაგალითებზე ისაუბრეს ცალკეული ქვეყნების, ფონდებისა და საელჩოების მხრიდან გაწეულ სასიცოცხლო დახმარებებზე - USAID ის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე სერბეთის სახელმწიფოს მიერ გაწეულ დახმარებებზე, თუნდაც გოეთეს ფონდიდან ახლახან მერიის მიერ მოპოვებულ გრანტზე...

შეხვედრაზე დასივა ლეგიტიმური კითხვა. არიან თუ არა რუსული ფონდები იგივე საქმიანობით დაკავებული.

შეხვედრა საინტერესო და ისტორიული გამოდგა, რადგან მხოლოდ მთელს საქართველოში მხოლოდ  წალენჯიხაში აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება , რომ რუსეთი ოკუპანტია და ეს კანონი ანტიკონსტიტუციური და ჩვენი ქვეყნისათვის საზიანო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა