წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება
სინოდმა პატრიარქის ასაკთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო
ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასმა 4 ლარს მიაღწია
ე.წ. უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა
მეუფე ვახტანგი - წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხი განიხილება
დონალდ ტრამპი - ჩვენს სამხედრო ძალებს არც დაუწყიათ იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა, შემდეგია ხიდები, ელექტროსადგურები

ხვიჩა კვარაცხელია - ფეხბურთში პირველი ნაბიჯები ქუჩაში გადავდგი

12.04.2024 ნახვები: 557

სერია A-ს ოფიციალურმა არხმა „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან თბილისის ქუჩებიდან ნეაპოლის უბნების ვიწრო ჩიხებამდე განვლილ გზაზე ისაუბრა. ხვიჩა იხსენებს თავისი კარიერის დასაწყისს, რამდენად შორს წავიდა და ამბობს, რომ ნეაპოლში ბედნიერია.

„იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ სახლი სულ მენატრებოდა, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი მეორე სახლი იმ ქალაქშია, სადაც ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს. გულშემატკივრები ძალიან კარგად მექცევიან. მათ ვუყვარვარ, ეს ძალიან სასიამოვნოა და მათი მადლიერი ვარ.

ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია, ეს ჩემი ცხოვრებაა. მეგობრებთან ერთად ყოველთვის ვთამაშობდი ეზოში და ვარჯიშის შემდეგაც. პირველი ნაბიჯები ქუჩის ფეხბურთში გადავდგი და სწორედ იქ გავიზარდე. ვფიქრობ, ამას დღეს თქვენ ჩემს სათამაშო სტილში ამჩნევთ.

ქუჩაში ბურთს უამრავჯერ ეხები და ამ დროს მისი ტარება ყველას ძალიან მოსწონს. ახლაც, როცა სტანდარტულ მოედნებზე გავდივარ და დიდ სტადიონებზე ვთამაშობ, ვცდილობ, ისე ვითამაშო, როგორც ქუჩაში, რადგან სწორედ იქ გამზარდეს როგორც ფეხბურთელი.

თამაში რვა წლის ასაკში კარგ აკადემიაში დავიწყე, შემდეგ 11 წლის ასაკში „დინამო თბილისის“ ცნობილ აკადემიაში გადავედი. იქ ხუთი წელი გავატარე. ეს შესანიშნავი აკადემიაა, არიან შესანიშნავი ფეხბურთელები, რომლებსაც ძალიან მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. იქ ვცხოვრობდი და კლუბში ყველა ძალიან მეხმარებოდა.

როცა ბავშვი ვიყავი, სერია A-ს ხშირად ვუყურებდი. ვიცოდი, რომ იტალიელი მცველები მსოფლიოში საუკეთესოები არიან, საქართველოში თუ იტალიურ ფეხბურთზე საუბრობ, მაშინვე დიდი მცველები გახსენდება.

მარადონა? ის იყო ერთ-ერთი საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში. სიგიჟეა, როდესაც მას მადარებენ. ცხადია, ამით კმაყოფილი ვარ. როცა ხარ გუნდში, სადაც მარადონა თამაშობდა, ეს უდიდესი სიამოვნებაა. აქ მოსვლამდე მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მარადონა მსოფლიოში საუკეთესო იყო“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა