ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry

ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტი კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგის გამტარებელია

ნახვები: 1018 ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტი კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგის გამტარებელია

პრეზიდენტი არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგის გამტარებელი და გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ის გამჭვირვალობის კანონპროექტს ვეტოს დაადებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

"პრეზიდენტი არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგის გამტარებელი, ამიტომ მას სამართლებრივი არგუმენტები როგორც ასეთი არ სჭირდება. ჩვეულებრივად, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური პოზიცია აქვს და აქედან გამომდინარე, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს. არაფერი გასაკვირი იმაში არ არის რომ "გამჭვირვალობის" კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

როგორც უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ოპოზიციას არც ერთი კონკრეტული არგუმენტი არ გააჩნია, თუ რატომ არის ეს კანონი მიუღებელი.

მისივე თქმით, ეს კანონი ევროკავშირის გზაზე შემაფერხებელი არ იქნება.

"ბიუროზე ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას და მათ წარმომადგენელს არ გააჩნია არც ერთი კონკრეტული არგუმენტი, არც ერთი სამართლებრივი წინადადება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ეს კანონი მიუღებელი და ცუდი. არის ზოგადი განცხადება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ უნდა დაარქვან საზელი, მიაწებონ კლიშე "რუსული". ანალოგიური კანონები სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა დროს გაცილებით ადრე მიღებული აქვს ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფოს. დღეს უბრალოდ ხდება ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი ღონისძიებების და კანონის მიღება ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს კანონი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამ კანონში არ წერია ერთი სიტყვაც რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, ამ კანონში არ წერია არც ერთი სიტყვაც კი ფიზიკურ პირთან დაკავშირებით, ასევე რაიმე აკრძალვის, ან სანქციასთან დაკავშირებით, ან, მით უმეტეს, სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. ერთადერთი რამ არის ამ კანონში ყველაზე ფუნდამენტალური პრინციპი რაც კი ევროკავშირს და ევროპას გააჩნია, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ნათელი. რაც შეეხება, იქნება თუ არა შემაფერხებელი - გარწმუნებთ, რომ არ იქნება," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა