გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ლევან ხაბეიშვილი - ქართველ ხალხს უნდა ევროპა, რუსული ოცნება ისევ ცდილობს, ხალხი დააპირისპიროს

ნახვები: 569 ლევან ხაბეიშვილი - ქართველ ხალხს უნდა ევროპა, რუსული ოცნება ისევ ცდილობს, ხალხი დააპირისპიროს

ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთი, ქართველ ხალხს უნდა ევროპა. ყველამ ნახა გაერთიანებული საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და ახლა რუსული ოცნება ისევ ცდილობს, ხალხი დააპირისპიროს, დასტრესოს, არ სურთ, ვიყოთ ერთიანი, მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთ რუსულ ხელისუფლებაზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ნებისმიერი კანონი, რომელსაც იღებს ხელისუფლება, უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს.

„მარტივი შეკითხვა დავსვათ – ამ კანონის მიღების შემდეგ, ვინმეს გაუუმჯობესდება ცხოვრება? თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის პრობლემა მოგვარდება? ანუ, ფასების კლება იქნება, სამუშაოები იქნება, ღირსეული ანაზღაურება ექნებათ ადამიანებს, კომუნალურები დაიკლებს, საწვავი გაიაფდება, ჯარიმებს აღარ დაუწერენ ადამიანებს, რა მოხდება, როცა ამ კანონს მიიღებენ? არაფერი, გარდა იმისა, რომ ხელს შეგვიშლის ევროკავშირის გზაზე. რატომ გვინდა ევროკავშირი? – იმიტომ, რომ გვინდა კეთილდღეობა, გვინდა, ჩვენი მოსახლეობა არ გარბოდეს ემიგრაციაში და არ იყოს გაჭირვებული, ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი. ხელისუფლება, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, აკეთებს ყველაფერს, რომ ადამიანებს ეს კეთილდღეობა არ ჰქონდეთ. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რაც მოიპოვა ხალხმა, ახლა აყენებენ ეჭვქვეშ, რომ კანდიდატის სტატუსი შესაძლოა, წაგვართვან, შესაძლოა, აღარ მიგვიღონ ევროკავშირში. ეს ხომ ის მოცემულობა და რეალობაა, რომელ რეალობაშიც ივანიშვილი გვაბრუნებს. ეს კანონი ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას, მარტივი რამის გამო – მათ ენაზე რომ ვთქვათ, ე.წ. პატაკი ჩააბარონ რუსეთს. ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთი, ქართველ ხალხს უნდა ევროპა. გველოდება ევროპის ჩემპიონატი, ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ის, რაც მოიპოვეს ჩვენმა ბიჭებმა, ის, რაც აღნიშნა ქართველმა ხალხმა ერთად. მათ უნდათ, რომ დაგვსტრესონ, არ ვიყოთ ერთიანები, უნდათ, ვიყოთ დაპირისპირებული. ამას ვერ მოესწრებიან ვერც ივანიშვილი და ვერც ჩვენი ქვეყნის მტრები. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ რუსულ ხელისუფლებაზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა