ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

იაგო ხვიჩია - მრცხვენია, ქართველ ხალხს ვუთხრა, მე და მთავრობა რომ არ ვიყოთ, „თქვენ „გაპიდარასტების“ საფრთხე გემუქრებათ“

ნახვები: 567 იაგო ხვიჩია - მრცხვენია, ქართველ ხალხს ვუთხრა, მე და მთავრობა რომ არ ვიყოთ, „თქვენ „გაპიდარასტების“ საფრთხე გემუქრებათ“

ლგპტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის სახალხო განხილვაში არ ჩავერთვები, იმიტომ, რომ მრცხვენია, ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ მე და საქართველოს მთავრობა რომ არ ვიყოთ, თქვენ „გაპიდარასტების“ საფრთხე გემუქრებათ-თქო, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის სირცხვილი და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.

„სახალხო განხილვაში არ ჩავერთვები. იცით, რომ ყველა საკონსტიტუციო განხილვაში ვერთვებოდი, მათ შორის ხალხთან შეხვედრების ნაწილში, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მე განხილვაში არ ჩავერთვები, იმიტომ რომ მრცხვენია, ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ მე და საქართველოს მთავრობა რომ არ ვიყოთ, თქვენ „გაპიდარასტების“ საფრთხე გემუქრებათ-თქო. მე ამას ვერავის ვეტყვი. კი მაინტერესებს, დავაკვირდე, „ქოცები“ ამას როგორ ეტყვიან, მაგრამ მათთან ერთად რომ მივიდე ხალხთან სალაპარაკოდ, ვინ გაარჩევს, მეც იგივე აზრზე ვარ თუ არა. ჩემი აზრით, ეს არის სირცხვილი და შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. მე უბრალოდ, არ შემიძლია, ხალხს ავუხსნა, რომ რაღაც რეალური საფრთხისგან გვიხსნის ეს კანონი. პირიქით, ძალიან შეურაცხმყოფელი იქნებოდა ვიღაცა რომ მოვიდეს და მაგინოს, შენ ვის აკადრე, თითქოს, მთავრობა რომ არ იყოს, მე ეს დამემართებოდაო, ამ კითხვაზე პასუხი არ მექნება,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა