ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - თქვენი აღქმა ქალების მიმართ ჩვენთვის არ არის დამაკნინებელი, თქვენ გაგზომათ თქვენმა ტექსტებმა

ნახვები: 614 ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - თქვენი აღქმა ქალების მიმართ ჩვენთვის არ არის დამაკნინებელი, თქვენ გაგზომათ თქვენმა ტექსტებმა

მინდა გითხრათ, რომ თქვენი აღქმა ქალების მიმართ ჩვენთვის არ არის დამაკნინებელი. თქვენ გაგზომათ ამ თქვენმა ტექსტებმა, თქვენი სიმდაბლე გაზომა და გამოაჩინა ძალიან კარგად - ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინ ოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა თქვენი გუნდიდან, კაცებს ამის გამბედაობა არ გეყოთ, - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.

გარდა საპარლამენტო უმრავლესობისა, დეპუტატმა პარტია „გირჩის“ წევრებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი „ბოლომდე ლუსტრირდნენ და შეუძლიათ ამიერიდან წყლის თოფით თამაში გააგრძელონ“.

„რასაც ეს ორი დღეა ამ დარბაზში ვუყურებთ, თითქოს კვოტებზე დავას, ძალიან დიდი ხანია პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის საკითხს და კვოტებს გასცდა. მაგრამ კარგია, ძალიან მნიშვნელოვანი ლუსტრაცია მოხდა ყველასი სათითაოდ და ჯგუფურად. აქ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზეც აღარა არის საუბარი და 4-ში ერთ ქალზე, რომელზეც ყველამ არასწორად გაიგეთ. კანონში 4-ში ერთი არ წერია. აქ გამოჩნდა საერთოდ, როგორ უყურებთ და საერთოდ როგორ აღიქვამთ საკუთარი ოჯახის წევრ ქალებს, საკუთარ თანაგუნდელ ქალებს, პარლამენტის თანამშრომელ ქალებს და ზოგადად, ქალებს ამ საზოგადოებაში. როგორ აღიქვამთ, რად მიგაჩნიათ [ქალები]. მინდა გითხრათ, რომ თქვენი აღქმა ქალების მიმართ ჩვენთვის არ არის დამაკნინებელი. თქვენ გაგზომათ ამ თქვენმა ტექსტებმა, თქვენი სიმდაბლე გაზომა და გამოაჩინა ძალიან კარგად. დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინ ოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა თქვენი გუნდიდან. კაცებს ამის გამბედაობა არ გეყოთ. ვწუხვარ, მაგრამ ვაფასებ მის ამ საქციელს. ისევ ქალი. ნუ „გირჩებს“ რაც შეგეხებათ, ბოლომდე ლუსტრირდით და შეგიძლიათ ამიერიდან წყლის თოფით თამაში გააგრძელოთ. გასაგებია უკვე სად არის თქვენი ადგილი. ეჭვი აქამდეც არ მეპარებოდა, მაგრამ მაინც. გავიგეთ, როგორც ვუყურებთ ყველა ქალს ამ საზოგადოებაში. სად დაიმალა, რომელ სოროშია? რატომ ვერ გამოგყავთ თქვენი ფალავანი? არა უშავს, ქალებს ეს ვერ შეგვაშინებს, ვერც გაგვაჩუმებს, ვერც შეგვაჩერებს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა