საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia

ბექა ლილუაშვილი - როგორ შეიძლება, უცხოურ გავლენაზე ლაპარაკობდე და ოკუპანტზე მეტად ერჩოდე სტრატეგიულ პარტნიორს

04.04.2024 ნახვები: 532

რუსულის ძახილის ნაცვლად ადექით და დაარწმუნეთ აბა ეს ადამიანები, რატომ არ არის ეს კანონი რუსული კანონი თქვენს ხელში და არის ამერიკული, - ასე მიმართა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, “ქართულ ოცნებას”.

აღნიშნული განცხადებით, იგი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირებას გამოეხმაურა.

ლილუაშვილის თქმით, ისინი წარადგენენ ალტერნატიულ კანონს ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ.

ამასთან, დეპუტატის განცხადებით, ყოველ ჯერზე, როდესაც საზოგადოებას გამარჯვება აერთიანებს, “ბიძინა ივანიშვილი გვყოფს და ცდილობს გააღრმაოს პოლარიზაცია.”

„გვინდა გამოვეხმაუროთ, ხელისუფლების მიერ "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონის განმეორებით ინიცირებას. მას შემდეგ, რაც ასობით ათასმა ჩვენმა მოქალაქემ, ტყუილებში ჩაკარგულ “ოცნებას” კანონი გააწვევინა, მათ თქვეს, რომ ისინი არასდროს დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს.

დღეს, ძალიან კარგად ჩანს, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ტყუილებში ჩაკარგული „ქართული ოცნება”, როცა კიდევ ერთ პირობასაც არღვევს.

ყოველ ჯერზე, როდესაც საზოგადოებას გამარჯვება გვაერთიანებს, ბიძინა ივანიშვილი გვყოფს და ცდილობს გააღრმაოს პოლარიზაცია.

დღეს, როცა ტყუილებში ჩაკარგული “ოცნება” მანიპულირებს, თითქოს იმით, რომ ის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას იცავს, ჩვენ შევახსენებთ მათ, რომ გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი სტანდარტია და ეს სტანდარტი ყველას უნდა ეხებოდეს, NGO-საც, პოლიტიკურ პარტიასაც და პირველ რიგში თავად ხელისუფლებას.

ჩვენ გამჭვირვალობასთან არანაირი დისკომფორტი არ გვაქვს.

თუ ვინმეს აქვს გამჭვირვალობის პრობლემა და დისკომფორტს უქმნის ანგარიშვალდებულება, ესაა თქვენ და თქვენი ხელისუფლება.

სადაა მთავრობის დამალული განკარგულებები, სად არის "ქოლცენტრებზე" და დასანქცირებულ მოსამართლეებზე საგამოძიებო კომისია, სად არის დეკლარაციებში ნათესავების წრის გაფართოება და სხვ. მაგრამ საქმე ისაა, რომ სახელდებით აგენტის იარლიყის მიწერა გინდათ და თავის გადარჩენის გამო აკეთებთ ამას. ყველა ინსტიტუტი თქვენს ხელშია და შინაარსობრივად ისედაც ყველა ინფორმაციას ფლობთ, თუ ვინმე კანონს არღვევს, ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს - იმოქმედეთ, გამოავლინეთ და დასაჯეთ.

როგორ შეიძლება, უცხოურ გავლენაზე ლაპარაკობდე და არათუ ათანაბრებდე ოკუპანტს და სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ ოკუპანტ სახელმწიფოზე მეტად ერჩოდე და ემუქრებოდე სტრატეგიულ პარტნიორს.

მერე გამოხვალთ და ტყუილს დაარქმევთ იმას, რადაც ეს კანონის საქართველოს ასობით ათასმა მოქალაქემ თავად შეაფასა რუსულ კანონად. ამიტომ რუსულის ძახილის ნაცვლად ადექით და დაარწმუნეთ აბა ეს ადამიანები, რატომ არ არის ეს კანონი რუსული კანონი თქვენს ხელში და არის ამერიკული.

ჩვენთვის ტოლობის ნიშნის დასმა სტრატეგიულ პარტნიორსა და ოკუპანტს შორის დაუშვებელია, ამიტომ როგორც წინა ჯერზე, ჩვენ წარვადგენთ ალტერნატიულ კანონს ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტი თავისი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და შემდგომში “ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა