Russian forces attack two districts in Kyiv region
Russia loses 1,660 soldiers and three air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Demchenko explains where border violators most often attempt to cross
Trump announces 'big things' in war with Iran
იტალია სკოლებში ბურქისა და ნიქაბის აკრძალვას და კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვას გეგმავს
მეკლენბურგ-წინა პომერანიაში AfD-მ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა — მერცის CDU მხარის პარლამენტში ვერ მოხვდა
ზელენსკი ტრამპთან საუბრის შემდეგ: ნიუ-იორკში შეხვედრაზე შევთანხმდით — ამ შეხვედრას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე, ადვოკატის ინფორმაციით, საფრანგეთში დააკავეს

ვიოლა ფონ კრამონი შალვა პაპუაშვილზე - ეს არის ადამიანი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას ჰყავდა დასაქმებული - სირცხვილი

ნახვები: 725 ვიოლა ფონ კრამონი შალვა პაპუაშვილზე - ეს არის ადამიანი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას ჰყავდა დასაქმებული - სირცხვილი

შალვა პაპუაშვილი არის ადამიანი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობის პროექტებზე - სირცხვილი, - ასე პასუხობს “ტვიტერის” პირად გვერდზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ის მიკროფონებს გაუთიშავს პარლამენტარებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს “რუსულ კანონად” მოიხსენიებენ.

“ეს [შალვა პაპუაშვილი] არის ადამიანი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობის პროექტებზე.

როგორ შეიძლება დასავლური დონორები ასე იყვნენ შეცდომაში შეყვანილი ისეთი ადამიანების დასაქმებით, რომლებიც კანონის უზენაესობის პატივისცემის ნაცვლად ყველაფერს აკეთებენ, პარლამენტში დეპუტატების უფლებებს არღვევენ და რუსულ ინტერესებს ატარებენ? სირცხვილი!”, - წერს ფონ კრამონი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა