ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ექსპერტიზის დასკვნით, ვარკეთილში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო

ნახვები: 565 ექსპერტიზის დასკვნით, ვარკეთილში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო

ვარკეთილში ცოლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შერაცხადია.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დასრულებულია და დასკვნაც გაცემულია, რომლის მიხედვითაც, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციითვე, არ არის გამორიცხული, დაკავებულს ბრალი დღეს დაუმძიმდეს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, ვარკეთილში გიორგი კავლელაშვილმა ცოლი, ქეთევან ედიბერიძე დამამძიმებელ გარემოებებში მოკლა. ის სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. კავლელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა