საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან

30.03.2024 ნახვები: 538

31 მარტიდან რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან. ამგვარად, ორივე ქვეყანაზე შენგენის წესები გავრცელდება, მათ შორის, შენგენის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, გაუქმდება შიდა საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლი.

ამასთან, ევროკავშირის საბჭომ ჯერ კიდევ უნდა შეათანხმოს თარიღი, რომლიდანაც გაუქმდება შემოწმება ბულგარეთს, რუმინეთსა და შენგენის ზონის სხვა ქვეყნებს შორის შიდა სახმელეთო საზღვრებზე. ევროკომისიის განცხადებებით, ის გააგრძელებს ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერას, რომ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წელს იყოს მიღებული.

ევროკომისიის განცხადებით, ამ ორი სახელმწიფოს შენგენის ზონაში გაწევრიანება აღნიშნულ საერთო სივრცეს უფრო მიმზიდველს გახდის.

„მნიშვნელოვანი დღეა: ბულგარეთი და რუმინეთი უერთდებიან შენგენის ოჯახს, მივესალმები შიდა საჰაერო და საზღვაო საზღვარზე შემოწმების გაუქმებას. ეს არის დიდი წარმატება ორივე ქვეყნისთვის. ეს არის ისტორიული მომენტი შენგენის ზონისთვის, მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილების უდიდესი სივრცისთვის. ერთად ჩვენ ვაშენებთ უფრო ძლიერ, უფრო ერთიან ევროპას ყველა ჩვენი მოქალაქისთვის“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში გაწევრიანების გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში გამართულ სამიტზე მიიღო.

ევროკომისიის განცხადებით, რუმინეთი და ბულგარეთი მუდმივად ადასტურებენ ევროკავშირის გარე საზღვრების ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფისადმი ერთგულებას და ხელს უწყობენ შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა