გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

სწორედ ასეთი აქციებით უნდა დავუდგეთ წინ უსამართლობას-მიხეილ სააკაშვილი

ნახვები: 487 სწორედ ასეთი აქციებით უნდა დავუდგეთ წინ უსამართლობას-მიხეილ სააკაშვილი

„ზუსტად ვიცი, რომ მათ ნაწილს მაინც არ მოსწონს გულში ეს ყველაფერი და თუ ღიად ვერ ამბობენ, რაღაც სხვა ფორმით მაინც უნდა შეუშალონ ხელი უსამართლობას",- ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ოზურგეთში დღეს განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვაში აღნიშნავს, „ყველა პოლიტიკური კუნთი უნდა მუშაობდეს და გადამწყვეტი დარტყმებისთვის ძლიერდებოდეს".

"წინასაარჩევნოდ, ოზურგეთი-ჩოხატაურის გზა ტრაქტორებით გადათხარეს. მას შემდეგ, ადგილზე არც ტრაქტორები გამოჩენილა, არც მუშები, ბიუჯეტიდან კი მილიონობით ლარი გაქრა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს დაცინვა ხალხთან ერთად გააპროტესტა. მთავრობამ კი, იმის მაგივრად, რომ დაინტერესებულიყო, რატომ არ გაკეთდა გზა და სად გაქრა ფული, დაიჭირა აქტივისტები. თანამდებობის პირებს აქვთ საკმარისი უფასო საწვავი და ოზურგეთში შემოვლითი გზით დადიან. მათ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. სწორედ ასეთი აქციებით უნდა დავუდგეთ წინ უსამართლობას. მინდა მივმართო "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ჯგუფებს, ზოგადად აქტივისტებს სხვადასხვა აფილაციით. ყველგან არის ასეთი უსამართლობა. მე რომ გარეთ ვიყო ყველგან მივიდოდი, თუმცა ახლა ჩემს მაგივრად, პარტიის ლიდერები მზად არიან, ყველგან ჩამოვიდნენ, მაგრამ თქვენ, ვინც ხართ ადგილზე, ყოველდღე უნდა იყოთ გარეთ, სიცივემ და ზამთარმა ჩვენ არ უნდა შეგვაჩეროს. ყველგან დავაყენოთ საკითხები უსამართლობის წინააღმდეგ. ყველა პოლიტიკური კუნთი უნდა მუშაობდეს, ძლიერდებოდეს გადამწყვეტი დარტყმებისთვის. კორუფციასა და ოლიგარქატზე სწორედ ასეთი აქციებით გავიმარჯვებთ. მეორე მხრივ, მუდმივად უნდა ვამუნათებდეთ ადგილობრივ სახელმწიფო მოხელეებს. ზუსტად ვიცი, რომ მათ ნაწილს მაინც არ მოსწონს გულში ეს ყველაფერი და თუ ღიად ვერ ამბობენ, რაღაც სხვა ფორმით მაინც უნდა შეუშალონ ხელი უსამართლობას. რაც შეეხება უსამართლობას, ყველგან ჭამენ ჩვენს ფულს - სადღაც სკოლა არ დაამთავრეს, სადღაც გზა, სადღაც ბაღი და ყველგან ფულია მოპარული. არაფერი არ უნდა გავატაროთ, ყველაფერზე უნდა ამოვიღოთ ხმა. რა არის რეჟიმის ტაქტიკა - დაგვყოს, დაგვაქუცმაცოს, დაგვაშინოს, დაგვაბნიოს... აქტივისტები გამოხშიროს, პროვოკაციაზე წამოაგოს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა სწორხაზოვნად, არამედ ყველა მიმართულებით ორგანიზებულად, მშვიდობიანად, შემტევად. ასე მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებში რეჟიმისა და ჩვენი რეალობის ცვლილებას!", - წერს სააკაშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა