ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"

მეგრელიშვილი: გვინდა, ერთი ვინმე მაინც ვიცოდეთ, ვინც პროპაგანდით ორიენტაცია შეიცვალა

26.03.2024 ნახვები: 796

პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ქართულ ოცნებას "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ოპონენტების დემონიზაციისთვის სჭირდება. მეგრელიშვილის აზრით, დღეს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის პრობლემა არ დგას.

"მე არცერთი პოლიტიკური ძალა არ ვიცი, რომლისთვისაც ეს თემა პრიორიტეტული იქნებოდა. "ქართულ ოცნებას" ეს იმისთვის სჭირდება, რომ მისი მოწინააღმდეგეების დემონიზაცია მოახდინოს, რომ თითქოს, ვიღაც სხვა ამას აკეთებს და ესენი ეწინააღმდეგებიან [...]

გვინდა, ერთი დაზარალებული ადამიანი მაინც ვიცოდეთ, ვინც ამ პროპაგანდის შედეგად სექსუალური ორიენტაცია შეიცვალა, ანუ ქართულად რომ ვთქვათ, გაპ*დარასტდა - უბრალოდ ერთი ადამიანი, გვაინტერესებს. ეგეთი არ ვიცით. ჯერჯერობით, ამ თემასთან დაკავშირებით არავინ ჩივის. არავინ არ ამბობს, რომ მე რაღაც წიგნი წავიკითხე, ან დავინახე, როგორ მოდიოდა მარში და მეც მომინდა, რომ პ*დარასტი ვყოფილიყავიო. ამიტომ გვგონია აბსურდი". - თქვა მეგრელიშვილმა TV პირველის ეთერში.

ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებს დააინიცირებს, რომელიც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას" შეეხება. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 25 მარტს ისაუბრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა