ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ირაკლი კობახიძე - ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა

ნახვები: 565 ირაკლი კობახიძე - ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა

თვეებია, გრძელდება სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. რეალურად, ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით დასმული კითხვის  პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ემიგრანტს, რომელიც ამის სურვილს გამოხატავს, ექნება ხმის მიცემის საშუალება.

„ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს, ექნება ხმის მიცემის საშუალება, დანარჩენი არის სპეკულაციები. ჩვენ გვესმის რა თქმა უნდა, მაგალითად აშშ-ში ვერ გაიხსნება 10 და 20 საარჩევნო უბანი, გვესმის რომ აქ არის მობილობის კუთხით პრობლემები, მაგრამ მაქსიმალურად, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ყველა საელჩოში იხსნება საარჩევნო უბნები, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იხსნება საარჩევნო უბნები, დანარჩენი არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები, ამიტომ არ ვაპირებთ ამ სპეკულაციებზე დამატებით კომენტარების გაკეთებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა