გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

მიხეილ სააკაშვილი - აშკარაა, რომ საქართველო გახდა რუსეთის უკანა ეზო, სადაც დირექტივებს იღებენ კრემლიდან

ნახვები: 569 მიხეილ სააკაშვილი - აშკარაა, რომ საქართველო გახდა რუსეთის უკანა ეზო, სადაც დირექტივებს იღებენ კრემლიდან

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ევრონესტს“ მიმართვას. როგორც სააკაშვილი თავის მიმართვაში წერს, მტკივნეულია იმის ყურება, რომ საქართველო, ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, ახლა ჩამორჩება და იმყოფება „ოლიგარქის მძევლობაში მისი ძალაუფლების დაუოკებელი სურვილის გამო“.

მესამე პრეზიდენტი მადლობას უხდის “ევრონესტს“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

„ძვირფასო კოლეგებო “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეიდან, ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება რადეკ სიკორსკისთან, კარლ ბილდტთან და ანდრიუს კუბილიუსთან მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნაზე, რაც დიდწილად იყო პასუხი 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრაზე.

მტკივნეულია იმის ყურება, რომ ჩემი ქვეყანა, საქართველო, ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, ახლა უკან ჩამორჩება და იმყოფება ოლიგარქის მძევლობაში მისი ძალაუფლების დაუოკებელი სურვილის გამო.

დღეს უკვე აშკარაა, რომ საქართველო გახდა რუსეთის უკანა ეზო, სადაც დირექტივებს იღებენ კრემლიდან, დემოკრატია დანაშაულია, დასავლეთი მტერია, პოლიტიკური ოპონენტები ციხეში არიან, ხოლო თავისუფლება შორეულ ოცნებად იქცა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩემს გათავისუფლებას, რადგან ამის ნებართვა არ მიუღიათ კრემლიდან. ივანიშვილის ხალხი ევროპელებს ეუბნება, რომ ჩემი გათავისუფლება გამოიწვევს ''პოლიტიკურ დესტაბილიზაციას'' საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემი პატიმრობის პოლიტიკურ ხასიათს.

ძვირფასო მეგობრებო, მაშინ, როდესაც ყველა ჩვენგანის ბედი, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და მის მიღმა, ახლა უკრაინაში წყდება, ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ ის უდიდესი მისწრაფება, ბრძოლა და მიღწევები, რაც ჩვენმა ერებმა საკუთარი ევროპული ოცნებისთვის გამოიარეს.

ჩვენ ვერ დავუშვებთ ამას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება.

მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და წარმატებულ შეხვედრას გისურვებთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა