ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გიორგი ვაშაძე - მოქალაქეები აუცილებლად დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში, საკუთარ ოჯახებთან

ნახვები: 614 გიორგი ვაშაძე - მოქალაქეები აუცილებლად დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში, საკუთარ ოჯახებთან

ბრიუსელში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სიტყვით გამოვიდა.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოდან წასულ ქართველ ემიგრანტებზე გაამახვილა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის თქმით, ფასების ზრდის გამო ქვეყანას უამრავი ქართველი ტოვებს და ამ გადასახლების უკან ივანიშვილის პარტია დგას.

„როდესაც საქართველოში ხელფასები არ იზრდება და ფასები არ იკლებს ჩვენი ხალხი ტოვებს ქვეყანას. მმართველი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 800 000 ქართველმა დატოვა საქართველო. ამ გადასახლების უკან მხოლოდ ერთი ძალა იდგა. ქართველებს საკუთარ ქვეყანაში დარჩენის საშუალება არ აქვთ. ბევრი თქვენგანი იპოვის ჩვენს მოქალაქეებს თქვენს ქვეყანაში. მათ უმრავლესობას სახლში დაბრუნება სურს მაგრამ მათ არ შეუძლიათ საქართველოში უზრუნველად ცხოვრება. მალე, როდესაც ჩვენ შევცვლით მთავრობას და როდესაც ჩვენ ერთად ავამუშავებთ ეკონომიკას, ჩვენი მოქალაქეები აუცილებლად დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში, საკუთარ ოჯახებთან. ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი, ჩვენ შეგვიძლია კვლავ ვიყოთ გლობალური განვითარების შუქურა. ჩვენ გვყავს წარმოუდგენლად ნიჭიერი ხალხი, დიდი ტექნიკური და შემოქმედებითი შესაძლებლობებით. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა მსოფლიო რუკაზე, ჩვენ შევძლებთ ინვესტორებს შევთავაზოთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი გზა ძლიერი კავშირებით ევროპასა და ამერიკასთან”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა