ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry

გარდაცვალების მიზეზი რაც არ უნდა იყოს, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ 5 ივლისს ძალადობა მოხდა-ქეთი დუმბაძე

ნახვები: 992 გარდაცვალების მიზეზი რაც არ უნდა იყოს, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ 5 ივლისს ძალადობა მოხდა-ქეთი დუმბაძე


„ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და ძალიან მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. იმისი საბაბიც არასდროს მქონია რომ სამხარაულს არ ვენდო",-ასე გამოეხმაურა "NATION"-თან საუბრისას „ქართული ოცნების" დეპუტატი ქეთი დუმბაძე იუნესკოს დასკვნას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, იუნესკო სვამს კითხვას, რა მოხდა 5 ივლისს, რატომ მოხდა ეს ძალადობა და რატომ გაილახა უმოწყალოდ ეს ბიჭი, რა იქნება პასუხი ვნახავთ.

„გავეცანი სამხარაულის დასკვნას, გავეცანი იუნესკოს წერილსაც და ძალიან შეწუხებული ვარ ზოგადად ამ ფაქტით - ეს არის ტრაგედია რაც მოხდა. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ გარდაცვალების თარიღად 5 ივლისი წერია, გარდაცვალების თარიღი იყო 11 ივლისი. დასკვნის მიხედვით გარდაცვალების მიზეზი სხვა რამ არის. მე არ მაქვს არანაირი საბაბი იმისა, რომ არ ვენდობოდე სპეციალისტებს და სამხარაულის ბიუროს. როცა რაიმე გასაჭირი გვაქვს ამ ორგანიზაციას მივმართავთ და მათ ნდობა აქვთ, ამიტომ ძალიან შეწუხებული ვარ. იუნესკო სვამს კითხვას, რა მოხდა 5 ივლისს, რატომ მოხდა ეს ძალადობა და რატომ გაილახა უმოწყალოდ ეს ბიჭი, რა იქნება პასუხი ვნახავთ. მაგრამ როგორც ჩანს ერთ-ერთი პასუხი არის ეს დასკვნა, მაგრამ ალბათ იქნება კიდევ საგამოძიებო დასკვნებიც, იმიტომ რომ პასუხი უნდა გაეცეს იუნესკოს კითხვას. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და ძალიან მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. იმისი საბაბიც არასდროს მქონია რომ სამხარაულს არ ვენდო. 5 ივლისი საშინელება და ტრაგედია იყო და არის. ლექსო ლაშქარავას სახელი დარჩება სამუდამოდ, ამაზე საუაბრიც ზედმეტია.
გარდაცვლაბების მიზეზი რაც არ უნდა იყოს, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ 5 ივლისს ძალადობა მოხდა. ასე, რომ ნებისმიერი შემთხვევაში ტრაგედია ტრაგედია",-განაცხადა "NATION"-თან საუბრისას პარლამენტარმა ქეთი დუმბაძემ

ავტორი:ზუკა ნემსაძე

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა