გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ილია დარჩიაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე ისაუბრეს იმ არაჩვეულებრივ ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არის

ნახვები: 570 ილია დარჩიაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე ისაუბრეს იმ არაჩვეულებრივ ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული და აზერბაიჯანული მხარეები დაინტერესებული არიან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაძლიერებაზე.

დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ბაქოში გაიმართა პირველი შეხვედრა ორ პრემიერ-მინისტრს შორის. ალი ასადოვთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ არაჩვეულებრივ ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არის. შეხვედრაზე იყო მთავარი აქცენტები, რომ როგორც ქართული მხარე, ისე აზერბაიჯანული მხარე დაინტერესებულია, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს. მთავარი აქცენტები, რა თქმა უნდა, მომავალშივ გაკეთდება, რომ ჩვენ ერთობლივად, ძალიან ბევრი რეგიონული პროექტები გავაკეთოთ, რათა ჩვენი რეგიონი, რომელმაც ახალი, უმნიშვნელოვანესი როლი შეიძინა დღევანდელ მსოფლიოში, არსებულ გარემოში კიდევ უფრო ეფექტური იყოს, რომ ბუნებრივად და შედეგიანად დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას დღეს ეწვია.

ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა