ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ილჰამ ალიევი საფრანგეთს ისლამოფობიაში, ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს კი ისლამოფობიის პროპაგანდაში ადანაშაულებს

ნახვები: 619 ილჰამ ალიევი საფრანგეთს ისლამოფობიაში, ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს კი ისლამოფობიის პროპაგანდაში ადანაშაულებს

საფრანგეთი ღიად ახორციელებს ზეწოლისა და დისკრიმინაციის პოლიტიკას მუსლიმების მიმართ და სხვადასხვა ისლამოფობიურ კამპანიას აწყობს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომლის თემაა : „მრავალფეროვნების დაცვა: ისლამოფობიასთან ბრძოლა 2024 წელს“.

„საფრანგეთი, თავის ტრადიციულ ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკასთან ერთად, ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლისა და მათ მიმართ დისკრიმინაციის პოლიტიკას და აწყობს სხვადასხვა ისლამოფობიურ კამპანიებს“, - აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, საფრანგეთი “სეკულარიზმის საფარქვეშ” იღებს კანონმდებლობებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მხოლოდ მუსლიმთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას.

“ამ ქვეყანაში მეჩეთები, მუსლიმური კულტურული ცენტრები და სასაფლაოები ექვემდებარება სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას და ავიწროებენ მუსლიმ მოქალაქეებს,” - განაცხადა ალიევმა.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, ისლამოფობიის ტენდენციები მსოფლიოში სწრაფად იზრდება.

„სამწუხაროდ, ისლამოფობია ამჟამად არის მრავალი დასავლური სახელმწიფოს სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, რომლებიც თავს დემოკრატიულად თვლიან“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მისი მტკიცებით, ისლამის საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართულია ზოგიერთი დასავლური ინსტიტუტიც.

"დღეს ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გადაიქცა ისლამოფობიის პროპაგანდირების და ამ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარების პლატფორმებად. არსებული ნეგატიური ტენდენცია გამოიხატება ზოგიერთი გლობალური მედია სტრუქტურის საქმიანობაშიც", - აღნიშნა ალიევმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა