საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა
ადვოკატი - გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს
ვლადიმერ ხუჭუა - ჩემ მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას
დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე - უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით - დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი
მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს

მამუკა მდინარაძე - საქართველოს ერთი მტკიცებულებაც კი ვერ დაუდეს, რომ შესაძლოა, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული რამე საკითხი გაეპარა

06.03.2024 ნახვები: 536

ლაშა ხუციშვილის განცხადებაში პუნქტებად არის ჩამოწერილი და, სამწუხაროდ, რადიო „თავისუფლებამ“ ყველა პუნქტში მოიტყუა, რომელმაც ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს, რომ საქართველოს დაბრალდეს, ქვეყანაშია „შავი ხვრელი“ და სანქციების გვერდის ავლის ადგილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს შემთხვევითი ფეიკი არ არის, ისევე როგორც მორიგი ფეიკი, რომელიც იმიჯის დაზიანებას უწყობს ხელს.

„ეს ფეიკი ემსახურება საქართველოს მტრობას, ქვეყნის ომში ჩართვას და საერთაშორისო იმიჯის ისე შელახვას, რომ მთელმა მსოფლიომ ილაპარაკოს, საქართველო არის სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ოღონდ ამ დროს საქართველო არის სანიმუშო, რომელსაც ერთი მტკიცებულებაც კი ვერ დაუდეს იმის შესახებ, რომ ერთხელ გაეპარა ისეთი საკითხი, რაც სანქციების გვერდის ავლისთვის ყოფილიყო გამოყენებული. ასეთ ქვეყანას საკუთარ ქვეყანაში არსებული გამოცემები სანქციების გვერდის ავლას აბრალებენ. თურმე ჩიპები შემოდის, რაც სრული ფეიკია. უნდათ, ქვეყანა ისე გააშავონ, თითქოს მტერია ცივილიზებული სამყაროსი და სანქციების გვერდის ავლაში რუსეთს ხელს უწყობს. ეს არის ქვეყნის მიმართ მტრობა და გალაშქრება მისი საერთაშორისო იმიჯის შელახვის მიზნით“, – განაცხადა მინარაძემ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოზე მეტს არცერთი ქვეყანა არ აკეთებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით, დროა, დასრულდეს ცილისწამების ორკესტრირებული კამპანია“.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა