ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მაია ბითაძე - მიუსაფარი ცხოველის მიკედლების აკრძალვას დავტოვებთ მხოლოდ სკოლების, დაწესებულებების შიდა ტერიტორიებზე

ნახვები: 608 მაია ბითაძე - მიუსაფარი ცხოველის მიკედლების აკრძალვას დავტოვებთ მხოლოდ სკოლების, დაწესებულებების შიდა ტერიტორიებზე

მიუსაფარი ცხოველის მიკედლების აკრძალვას დავტოვებთ მხოლოდ სკოლების, დაწესებულებების შიდა ტერიტორიებზე, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

ამასთან, ბითაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობისთვის სივრცე კვლავ რჩება.

„მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ კანონპროექტით, რადგან არ არის სამართლებრივი აუცილებლობა, დავაზუსტოთ სად არ არის ღია სივრცეში მიუსაფარი ცხოველის მიკედლება შესაძლებელი. მიკედლების აკრძალვა დავტოვეთ მხოლოდ სკოლების, დაწესებულებების შიდა ტერიტორიებზე. თუმცა, ამ მუხლთან დაკავშირებით სივრცე გვაქვს მეორე მოსმენამდე ვიმსჯელოთ.

მიკედლების საკითხი ასევე ებმოდა თბილისურ ეზოში მიკედლების აკრძალვას, ამასთან დაკავშირებითაც, სამართლებრივად კომიტეტებთან ერთად ვიმსჯელებთ, რომ არ არის აუცილებელი ამის დაკონკრეტება ერთი მარტივი მიზეზის გამო - სადარბაზოები და თბილისური ეზოები არის თანასაკუთრება და ვისაც სურს და არ სურს ძაღლის მიკედლება, თუ ერთობლივი თანხმობა არ იქნება, ეს საკითხები მოქმედი კანონმდებლობითაც რეგულირდება ჩვეულებრივად, სამოქალაქო კოდექსით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია თბილისური ეზოს საკითხიც დარეგულირდეს,“- განაცხადა ბითაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა