ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა

ნახვები: 617 საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხომალდის ეკიპაჟის წევრებს, ბათუმის პორტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დახვდნენ.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, გენერალური კონსული ბათუმში რიზა ქაღან ილმაზი, თურქეთის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

„ვიზიტის მიზანია, NATO-ს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ მეორე დონის თვითშეფასების (SEL-2) ჩატარება. აღნიშნული პროცესი ქართველი და „ნატო“-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობიდან მოვლენილი წარმომადგენლების (შემფასებლების) მხარდაჭერით ხორციელდება.

ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა თურქული ხომალდის მეთაურობას შეხვდება. გაიმართება ოფიციალური მიღება თურქული ხომალდის ბორტზე. ასევე, ეკიპაჟის წევრებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.

თურქული ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 10 მარტს დატოვებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა