საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა
ადვოკატი - გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს
ვლადიმერ ხუჭუა - ჩემ მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას
დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე - უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით - დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი
მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს

ანრი ოხანაშვილი - თუ დეპუტატობის კანდიდატებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულების გაუქმება ჩვენს იდეად უნდა დაკონვერტირდეს, მზად ვარ, საკითხი პროექტიდან ამოვიღო

04.03.2024 ნახვები: 495

დეპუტატობის კანდიდატებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულების გაუქმება თუ ისე უნდა დაკონვერტირდეს, თითქოს ეს „ქართული ოცნების“ იდეაა, მზად ვარ, საკითხი პროექტიდან საერთოდ ამოვიღო - ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ ვინ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი და ვინ - არა! - აღნიშნული განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

როგორც ოხანაშვილი განმარტავს, პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება, ერთის მხრივ, გამოძახილია ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულების სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის გაუქმების ინიციატივისა, მეორე მხრივ კი, ამაზე თავად პარტიები საუბრობდნენ.

ოხანაშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს დასამალი და “საქართველოში ყველამ ზეპირად იცის, ვინ რა ზემოქმედების ქვეშ დადის თუ ზემოქმედების გარეშე“.

“საკითხი სხვადასხვა დროს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად განხილვის საგანი არაერთხელ იყო - ერთი, რომ ნარკოტესტის გავლის წესი ყოველგვარ ცივილურ ფორმას სცილდება. მეორეც, შედეგობრივი თვალსაზრისით ხდება ის, რომ თუ დადგინდა, რომ პირი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო, შედეგი არის ნული - არაფერი არ ხდება და დეპუტატობის კანდიდატად მაინც დარეგისტრირდება. ერთადერთი არის ის, რომ ინფორმაცია მისი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნის თაობაზე მოქალაქეს ექნება და საქართველოს მოქალაქის უფლებაა, თავად გადაწყვიტოს, როგორი პარლამენტის წევრის ხილვა სურს საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულებას, ოხანაშვილმა ყურადღება ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე გაამახვილა.

„დღეს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეუძლია უმაღლესი თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება დაუდგინოს. თუ არ ვცდები, მას ეს უფლებამოსილება არასდროს გამოუყენებია. ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია ამბობს, რომ ნათლად გაიწეროს, თუ არ არის ამის ლეგიტიმური მიზანი ან საერთოდ გაუქმდეს.

იმისათვის, რომ დამატებითი სპეკულაციებისთვის სივრცეები არ გაჩნდეს, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ეს გაუქმდეს. მეორეც, რამდენად კონსტიტუციურია და რა შედეგებს გამოიწვევს, პირმა ნარკოტესტი რომ გაიაროს, ეს საკითხი ღიაა - პარლამენტის წევრის შემთხვევაში ვერაფერს გამოიწვევს...“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა