War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპაში ვერცერთი სახელმწიფო მარტო ვერ გაუძლებს ასეთ ზეწოლას, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველანი ერთად ვიყოთ

04.03.2024 ნახვები: 594

ევროპაში ვერცერთი სახელმწიფო მარტო ვერ გაუძლებს ასეთ ზეწოლას, ასეთ ბოროტებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველანი ერთად ვიყოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„დღეს ოდესაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა, ნანგრევებიდან ბავშვების ცხედრები ამოიყვანეს. ამ დროისთვის ცნობილია 12 გარდაცვლილის შესახებ. მათ შორის ხუთი ბავშვია. ვუსამძიმრებ ოჯახებსა და მეგობრებს. ევროპაში ვერცერთი სახელმწიფო ვერ გაუძლებს მარტო ასეთ ზეწოლას, ასეთ ბოროტებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველანი ერთად ვიყოთ ახლა – ყველა, ვინც აფასებს სიცოცხლეს. აუცილებელია რუსეთის ქმედებებზე პასუხის გაცემა ყველა ლიდერის, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. პუტინს არ სურს მშვიდობა, მას მხოლოდ ომი და სიკვდილი უნდა. მას არ აინტერესებს, ვის მოკლავს, მთავარი მიზანი განადგურებაა. პირველ რიგში, უკრაინისა და უკრაინელების, შემდეგ კი თქვენი, ძვირფასო პარტნიორებო, ამიტომ ეს გადარჩენის საკითხია და არამხოლოდ უკრაინის, მსოფლიომ უპასუხოს რუსულ ბოროტებას და ზეწოლას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა პარტნიორებს, არ მისცენ ამერიკას ან ევროპას უფლება, „წააგონ ირანულ შაჰედებთან ან რუს მებრძოლებთან“.

„ეს ომი უიმედო უნდა გახდეს ზუსტად რუსეთისთვის, კონკრეტულად ტერორისტებისთვის. მათ მაქსიმალურად უნდა იგრძნონ, რომ არსებობს ძალა, რომელიც ანადგურებს მათ, ვისაც სურს, გაანადგუროს სიცოცხლე. ჩვენ შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა. თითოეულმა პარტნიორმა იცის, რა არის ამისთვის საჭირო. მთავარია პოლიტიკური ნება ყველაფრის განსახორციელებლად. თუ ეს არ მოხდა, ეს გახდება ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი, თუ ამერიკა ან ევროპა დამარცხდება ირანულ შაჰედებთან ან რუს მებრძოლებთან. რუსული ბოროტება არ უნდა წახალისდეს სუსტი გადაწყვეტილებებით, აღჭურვილობის მიწოდების დაგვიანებით ან გაურკვევლობით. ჩვენ ველოდებით მიწოდებას, რომელიც სასიცოცხლოდ საჭიროა, ველოდებით, კერძოდ, აშშ-ის გადაწყვეტილებას და ეს მხარდაჭერა ნამდვილად საჭიროა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა