ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

მეთიუ მილერი - აშშ-ს არ აქვს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად

ნახვები: 566 მეთიუ მილერი - აშშ-ს არ აქვს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად

არ გვაქვს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად და ჩვენ გავაგრძელებთ ამის მონიტორინგს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

როგორც მილერმა აღნიშნა, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ისინი „უპასუხისმგებლო რიტორიკას ხედავენ ვლადიმერ პუტინისგან”.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვლადიმირ პუტინის მხრიდან უპასუხისმგებლო რიტორიკას ვხედავთ. ბირთვული სახელმწიფოს ლიდერს არ შეუძლია ასე ლაპარაკი. ჩვენ წარსულში გვქონდა კომუნიკაცია რუსეთთან პირადად და უშუალოდ ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად და ჩვენ გავაგრძელებთ ამის მონიტორინგს”,- განაცხადა მილერმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რისკავენ ბირთვული ომის პროვოცირებით, თუ ჯარებს უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნიან და გააფრთხილა, რომ მოსკოვს აქვს იარაღი დასავლეთში სამიზნეებზე დასარტყმელად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა