გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ელიტური უკრაინული სპეცრაზმის მებრძოლების დაღუპვის შესახებ განაცხადეს

ნახვები: 571 უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ელიტური უკრაინული სპეცრაზმის მებრძოლების დაღუპვის შესახებ განაცხადეს

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ელიტური უკრაინული სპეცრაზმის მებრძოლების დაღუპვის შესახებ განაცხადეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში განაცხადეს, რომ 28 თებერვალს, ღამით დაიღუპნენ სპეციალური ოპერაციების 73-ე საზღვაო ცენტრის სამხედრო მოსამსახურეები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, „უკრაინელი მებრძოლები დაიღუპნენ მაშინ, როდესაც სპეციალური დავალების შესრულების შემდეგ უზრუნველყოფდნენ ძირითადი დაჯგუფების გასვლას“.

ამასთან, რუსული ტელეგრამარხები ამტკიცებენ, რომ უკრაინელი სპეცრაზმელები ხერსონის ოლქში დესანტირებას ცდილობდნენ და რუს ჯარისკაცებთან შეტაკებისას, სულ მცირე, 20 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური იუწყება, უკრაინელი სპეცრაზმელები ხერსონის ოლქის სანაპიროთან ახლოს, შავ ზღვაში მდებარე კუნძულზე აპირებდნენ გადასვლას, რომლის დაკავების შემთხვევაშიც უკრაინელები შეძლებდნენ, დარტყმები მიეტანათ ხერსონის ოლქის იმ ნაწილზე, რომელიც ამ დრომდე რუსეთს აქვს ოკუპირებული, ასევე, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა