ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

სალომე ზურაბიშვილი - უზარმაზარი გამოწვევაა რუსეთი - ამ გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით

ნახვები: 567 სალომე ზურაბიშვილი - უზარმაზარი გამოწვევაა რუსეთი - ამ გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით

ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისასა განაცხადა.

“საქართველოსთვის ამ [ევროპული] გზის გაგრძელებაში, ევროპულ ოჯახში ხელახლა, სრულფასოვან წევრად ინტეგრაციაში, ამ ჰორიზონტამდე სიარულში, რომ ეს რეალობა გახდეს, ქვეყანა შეიცვალოს და იყოს არა პოსტსაბჭოთა, ყოფილი საბჭოთა, როგორც უყვართ ხოლმე ჯერ კიდევ თქმა ზოგიერთ გამოცემაში, არამედ რეალური ევროპული წევრი, ამ ყველაფრისთვის ერთი უზარმაზარი გამოწვევაა - რუსეთი.

და რუსეთია, რომელსაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. კი, ვიცოდით, გამოცდილება გვაქვს და ბევრი რამის თქმა შეგვიძლია იმაზე, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეზობლობა, რას ნიშნავს შენთან ისევ და ისევ ხდებოდეს რუსეთის სხვადასხვა ფორმებისა და რეჟიმების შემოჭრა, მაგრამ დღეს გამოწვევა უკრაინაშია.

ამ [ევროპულ] გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით. და ეს არის ყველა ევროპელის, ყველა დასავლური ძალის საერთო მცდელობები, მათ შორის ამერიკელების. ეს მთავარი მიზანია ყველასთვის, ვინაიდან, თუ რუსეთი არ აღიარებს იმას, თუ რას ნიშნავს იყო ერთი ერი, სხვა ერების საერთაშორისო საზოგადოებაში, თუ გააგრძელებს იმაზე ფიქრს, რომ გაფართოება შეუძლია, როდესაც რამე სისუსტეს იგრძნობს ან თუნდაც არ იგრძნოს და უბრალოდ გაფართოებას მოისურვებს, ვინაიდან, ეს მის ღრმა ბუნებაშია, მაშინ სტაბილურობა არ იქნება, მშვიდობა არ იქნება”, - დასძინა პრეზიდენტმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა