ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

თინა ბოკუჩავა - სალომე ზურაბიშვილთან ქვეყნის ევროპული მომავლის ფარგლებში სააკაშვილის თავისუფლებაზე ვისაუბრეთ

ნახვები: 615 თინა ბოკუჩავა - სალომე ზურაბიშვილთან ქვეყნის ევროპული მომავლის ფარგლებში სააკაშვილის თავისუფლებაზე ვისაუბრეთ

სალომე ზურაბიშვილთან ქვეყნის ევროპული მომავლის ფარგლებში პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებაზე ვისაუბრეთ. არ მივცემ თავს უფლებას, პრეზიდენტის ნაცვლად გავაკეთო განმარტებები მის განწყობაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პოლიტიკურ პარტიებთან პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა შეხვედრები ევროპულ დღის წესრიგზე და იმ ცხრა დათქმაზე, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ამ თვალსაზრისით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კონკრეტული ხედვები და კონკრეტული პროექტები, რომლებიც ასევე გავუზიარეთ პრეზიდენტს. ამ ცხრა დათქმის მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. ეს უკავშირდება სასამართლო რეფორმას, საარჩევნო პროცესს, დეპოლარიზაციას და პოლიტიკური პროცესების ნორმალიზაციას. ამიტომ, რა თქმა უნდა, სწორედ ქვეყნის ევროპული მომავლის და დღის წესრიგის ფარგლებში ვისაუბრეთ პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაზე.

ჩვენი მხრიდან ეს საკითხი ძალიან პრინციპულია. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი და არამხოლოდ პიროვნული ან პარტიული საკითხი. მაგრამ არ მივცემ ჩემს თავს უფლებას, პრეზიდენტის ნაცვლად გავაკეთო განმარტებები მის განწყობაზე“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა