ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ვოლოდიმირ ზელენსკი - ომში 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ნახვები: 615 ვოლოდიმირ ზელენსკი - ომში 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში ომში 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ზელენსკიმ დღევანდელ კონფერენციაზე განაცხადა.

დაჭრილი სამხედროების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზუსტ რაოდენობას ვერ დაასახელებს, რადგან ეს დაეხმარება რუსი სამხედროების გეგმებს.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, უპასუხებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ზარს.

„ის მე არ დამირეკავს. მას არ სურს ომის დასრულება. დღეის მონაცემებით, ასეა“, – ამბობს ზელენსკი.

როგორც ზელენსკი აცხადებს, ფული პუტინის სუსტი წერტილია. მისი აზრით, რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა შეასუსტებს პუტინის პოზიციას რუსულ ბიზნესებს შორის, რომლებიც მას მხარს უჭერენ.

„მათი ჯარის ბრძოლის ველზე შესუსტება, მათი შესუსტება მსოფლიოში პოლიტიკური იზოლაციით, შესუსტება სანქციებით – ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ პუტინი გახადონ ღარიბი. ფული მისთვის ნომერ პირველია. თუ მის მესიჯებს უსმენთ, მის გარშემო ყველაფერი ფულია“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა