ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

„ქართული ოცნების“ ხელწერა ჩვენთვის უცხო არ არის. ის არის რუსული ტიპის მმართველი ძალა...

ნახვები: 616 „ქართული ოცნების“ ხელწერა ჩვენთვის უცხო არ არის. ის არის რუსული ტიპის მმართველი ძალა...

„ქართული ოცნების“ ხელწერა ჩვენთვის უცხო არ არის. ისინი არიან რუსული ტიპის მმართველი ძალა, შესაბამისად, მათგან არ ველით ჩვენი ოკუპანტის მიმართ განცხადებებს, რომელიც რეალურად უნდა ასახავდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას, - ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების პოზიცია ყოველთვის უნდა იყოს ოკუპაციისადმი შეურიგებლობა.

„ქართული ოცნების“ ხელწერა ჩვენთვის უცხო არ არის. ის არის რუსული ტიპის მმართველი ძალა, შესაბამისად, მათგან არ ველით ჩვენი ოკუპანტის მიმართ განცხადებებს, რომელიც რეალურად უნდა ასახავდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას, ეს პოზიცია ყოველთვის უნდა იყოს შეურიგებლობა ოკუპაციისადმი და უნდა იყოს სწორედ გამსჭვალული იმით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენმა ქვეყანამ თავი უნდა დააღწიოს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გავლენებს.

თან დღევანდელი დღე არის მეორე დღე უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავიდან. უკრაინელმა ხალხმა მართლაც საოცარი გმირობით შეძლო, რომ შეეჩერებინა რუსული არმია. მიმდინარეობს ყოველდღიური სისხლისმღვრელი ბრძოლები, მაგრამ ეს ყოველდღიური ბრძოლები აღსავსეა უკრაინელი ხალხის გმირობით და ის იმსახურებს სულ აღტაცებასა და მხარდაჭერას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა