Reuters - ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი - მაინტერესებს, ვინ იყო რევაზ კიკნაძის ორგანიზატორი და ვინ დაავალა, რომ „სალფეთქი“ გადაეგდო?
შსს - დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, მ.შ 7 არასრულწლოვანი
ელენე ხოშტარია - ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი „ოცნებამ“ ინსტიტუციურად მოკლა
რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
დონალდ ტრამპი - შეერთებულ შტატებს შეუძლია, ირანის ნავთობზე კონტროლი დაამყაროს და ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრი, კუნძული ხარგი დაიკავოს

ირაკლი ქადაგიშვილი - ნათელია, რომ საქმე გვაქვს „ნაცმოძრაობის“ მიერ თავის დროზე სასამართლოს დამორჩილების ანალოგიური სცენარის გამეორებასთან

24.02.2024 ნახვები: 571

ნათელია, რომ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თავის დროზე სასამართლოს დამორჩილების ანალოგიური სცენარის გამეორებასთან, ოღონდ ლამაზი უცხოური სიტყვით შეფუთვით - დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი, ავტონომიური და მას სისტემური პრობლემა არ გააჩნია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ე.წ. ვეტინგის მექანიზმის ამოქმედებაზე ოპოზიციის ნაწილის ინიციატივის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, აღნიშნული სისტემის შემოღება გაუმართლებელია, რის მიზეზადაც მან ორი საკითხი დაასახელა.

„ე.წ. ვეტინგის შემოღება ორი რამითაა გაუმართლებელი: პირველი ის, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ასეთ შემთხვევაში სულ მცირე კონსტიტუციის შეცვლა მოგვიწევს. მეორე საკითხი კი ისაა, რომ შინაარსობრივი მხარეა ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა დაფუძნებული იქნება გარე შეფასებებზე. ანუ, გარე შემფასებლები მოვლენ, რომლებმაც თითოეული მოსამართლე უნდა დაისვან და გამოკითხვის წესით დაადგინონ, კარგი მოსამართლეა, თუ - არა, კეთილსინდისიერია, თუ - არა, პატიოსანია, თუ - არა. აქ რჩება სუბიექტივიზმის უზარმაზარი ველი. მოსამართლე დამოკიდებული ხდება სუბიექტური პირების შეფასებაზე. 400-კაციანი სასამართლო კორპუსი, რომელიც საქართველოშია, გარედან მოყვანილი ადამიანების, ძირითადად უცხოელების, მძევლები ხდებიან“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც მან განაცხადა, ერთი კონკრეტული არგუმენტიც კი არ დასახელებულა, რატომ შეიძლება, რომ „საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა უცხო ადამიანების გადაწყვეტილებებზე იყოს დამოკიდებული“.

„ხედავენ, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი, ავტონომიური, სისტემური პრობლემა არ გააჩნია. გამოწვევა და ხარვეზი ყველა ორგანიზმს აქვს, ყველა ინსტიტუციას სჭირდება მუდმივი განვითარება, მაგრამ რასაც სისტემური პრობლემა ჰქვია, ასეთი არაა. აქედან გამომდინარე, არგუმენტირებულად ვამბობთ, რომ ამის არათუ აუცილებლობა არაა, არამედ, არ არის ერთი კონკრეტული არგუმენტიც კი, რატომ შეიძლება, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა უცხო ადამიანების გადაწყვეტილებასა და ნება-სურვილზე იყოს დამოკიდებული. სადაც ეს გაკეთდა, არსად ამან რაიმე განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო - არც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაში, არც კრიმინალთან ბრძოლაში. უბრალოდ, გახდა ვიღაცის მიერ მართვადი. არ გვინდა, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუცია ვიღაცის მიერ მართვადი იყოს“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა