ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინისთვის შორი მანძილის რაკეტების გადაცემის შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა

ნახვები: 608 გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინისთვის შორი მანძილის რაკეტების გადაცემის შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა

გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის შორი მანძილის რაკეტების გადაცემის შესახებ რეკომენდაცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საზოგადოებრივი რადიომაუწყებელი Deutschlandfunk-ი ავრცელებს.

სამთავრობო კოალიციის მიერ წარდგენილ აღნიშნულ წინადადებას გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) 382-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 284 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.

მიღებული დოკუმენტის თანახმად, სამთავრობო კოალიციის საპარლამენტო ფრაქციები (სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები) მხარს უჭერენ უკრაინისთვის “დამატებით საჭირო შორი მანძილის იარაღის სისტემებისა და ამუნიციის” გადაცემას.

ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ დოკუმენტში Taurus-ის რაკეტები ნახსენები არ არის.

გერმანული გამოცემა t-online კი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო ჯგუფები დოკუმენტში ნახსენებ “შორი მანძილის რაკეტების” სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაციას ახდენენ. ამავე ცნობებით, კერძოდ, “მწვანეებისა” და “თავისუფალი დემოკრატების” რიგი დეპუტატები აცხადებენ, რომ რომ სწორედ Taurus-ის რაკეტები იგულისხმება. ამავდროულად, “სოციალ-დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის მოადგილე, გაბრიელა ჰაინრიხი ამბობს, რომ დოკუმენტი “აუცილებელი არ არის” Taurus-ის რაკეტებს მოიაზრებდეს.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელი, ეგორ ჩერნევი, რომელიც ბუნდესტაგში კენჭისყრას ესწრებოდა, აღნიშნავს, რომ მიღებული რეკომენდაცია სწორედ Taurus-ის რაკეტებს მოიაზრებს.

ცნობისთვის, აქამდე ბუნდესტაგმა ოპოზიციის მიერ წარდგენილი რეზოლუცია ჩააგდო, რომელშიც Taurus-ის რაკეტები პირდაპირ იყო ნახსენები. ოპოზიციური “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” მიერ წარდგენილ პროექტს მხარი 182-მა დეპუტატმა დაუჭირა, 480 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო ხუთმა თავი შეიკავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა