ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

დავით ხაჯიშვილი ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შესაძლო ფორმირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებს

ნახვები: 613 დავით ხაჯიშვილი ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შესაძლო ფორმირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, დავით ხაჯიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შესაძლო ფორმირებასთან დაკავშირებით.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიაში ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მსჯელობს, თუ როგორ გაზარდოს ეკონომიკა, როგორ დააბრუნოს ჩვენი მოსახლეობა ემიგრაციიდან, როგორ შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. სხვა საკითხებზე „ნაციონალურო მოძრაობა“ დღეს არ მსჯელობს, არც სხვა პარტიებთან. ჩრდილოვან კაბინეტზე საუბარი არ ყოფილა",- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს, შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი განიხილება. თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელს, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე კი მამუკა ხაზარაძეს განიხილავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა