ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry

ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა

ნახვები: 916 ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, ორივე მებრძოლი თავის შანსს ელოდებოდა და არ რისკავდა. მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო.

ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელს ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული.

ბრძოლის დასრულების შემდეგ თოფურიამ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.

ილია თოფურია (დ. 21 იანვარი, 1997, ჰალე, გერმანია) — ქართველი პროფესიონალი მებრძოლი. ამჟამად ასპარეზობს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ (Ultimate Fighting Championship, UFC). 2024 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, ის არის #3 UFC-ის წონით წონის რეიტინგში. 2024 წლის 18 თებერვალს, ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ილია თოფურია გახდა UFC-ის ჩემპიონი.

ილია თოფურია დაიბადა ჰალე ვესტფალენში, გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში.

შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.

2012 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან დაიწყო ვარჯიში დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექ­სან­დრე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამ­რის მფლო­ბე­ლე­ბი გახ­დნენ.

2015 წელს პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში შედგა მისი დებიუტი.

27 წლის ილია თო­ფუ­რია პირ­ვე­ლად შე­ვი­და ტი­ტუ­ლო­ვან წრე­ში: ის UFC-ში 2020 წლი­დან ასპა­რე­ზობს და რე­კორ­დი 6-0 აქვს დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

2020 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს თო­ფუ­რია "მა­რო­კო­ელ ეშ­მაკს“ იუ­სეფ ზა­ლალს და­უ­პი­რისპრდა და სამ რა­უნ­დი­ან ორ­თაბ­რძო­ლა­ში გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

2022 წლის 19 მარტს, ლონ­დონ­ში, UFC-ის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მე-4 ორ­თაბ­რძო­ლა გა­მარ­თა ილია თო­ფუ­რი­ამ და ინ­გლი­სე­ლი მე­ტო­ქე ჯეი ჰერბერტი მე­ო­რე რა­უნდში ნო­კა­უ­ტით და­ა­მარ­ცხა.

2024 წელს UFC 298-ზე ქვემსბუ­ქი დი­ვი­ზი­ო­ნის ქამ­რის­თვის ილია თო­ფუ­რია დაუპირისპირდა ამ დივიზონის ჩემპიონს, ალექსანდერ ვოლკა­ნოვ­სკის და მეორე რაუნდში ნოკაუტით მოუგო ბრძოლა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა