ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „ჯენოასთან“ ფრედ ითამაშა

ნახვები: 615 ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „ჯენოასთან“ ფრედ ითამაშა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „ჯენოას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული თამაში ჩაატარა, გუნდმა მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურის შეხვედრაში პირველი რეალური მომენტი ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ „ჯენოას“ მეკარემ საიმედოდ ითამაშა. ქართველი თავდამსხმელის წინააღმდეგ მატჩისას უხეშობდნენ, კვარაცხელიამ ეს ყველაფერი პირველ ტაიმში გააპროტესტა, რისთვისაც მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. კონტრშეტევა 47-ე წუთზე „ჯენოას“ დანიელმა ნახევარმცველმა, მორტენ ფრენდრუპმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. „ნაპოლის“ რიგებში ხვიჩა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, ხშირად იცვლიდა პოზიციას, გამწვავებას ცდილობდა და 85-ე წუთზე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მეკარემ მისი დარტყმული ბურთი მოიგერია.

საბოლოოდ, ჯოვანი დე ლორენცოს გადაცემით 90-ე წუთზე სირილ ნგონგემ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. სერია A-ს 24-ე ტურის შემდეგ ნეაპოლელებმა 36 ქულა დააგროვეს, მეცხრე ადგილზე არიან და ევროზონას ორი ქულით ჩამორჩებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა